Home » Author Archives: Giorgi Kapanadz Jr

Author Archives: Giorgi Kapanadz Jr

კუს ტბა მთაწმინდას 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

კუს ტბა მთაწმინდას 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე  ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განსახორციელებლად, GIZ-თან თანამშრომლობის მემორანდუმი უახლოეს დღეებში გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურად მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ პროექტი დედაქალაქის ლანდშაფტის ახალი სივრცეების ...

Read More »

საქართველოში მილიონერების რიცხვი გაიზარდა – რამდენმა ადამიანმა მიაღწია შვიდნიშნა რიცხვს?

საქართველოში მილიონერების რიცხვი გაიზარდა - რამდენმა ადამიანმა მიაღწია შვიდნიშნა რიცხვს?

საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონ ლარს აღემატება. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მილიონზე მეტი წლიური ანაზღაურება 57 ადამიანით მეტს უფიქსირდება. შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 2018 წელს 323-მა ფიზიკურმა პირმა მიიღო. რიცხვში ასახულია მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. ვის უფიქსირდება მილიონზე მეტი შემოსავალი მათი ვინაობა საჯარო არ არის. გამონაკლისია ლონდონის ბირჟაზე განთავსებული ...

Read More »

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მან მამუკა ხაზარაძეს პირადად შესთავაზა $70 მილიონი დოლარის ჩუქება, რადგანაც ექს-პრემიერის მტკიცებით, კონსორციუმს აღნიშნულ პერიოდში თანხის შეგროვება უჭირდა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში “გამოჩნდა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელსაც ამ ბიზნესში წილი აქვს და ეს უფრო ჯანსაღია, ვიდრე – ნაჩუქარი ფული. მას სხვა, სერიოზული ბიზნესები ...

Read More »

საათების ბრენდი TSIKOLIA საქართველოში წარმოებას იწყებს

საათების ბრენდი TSIKOLIA საქართველოში წარმოებას იწყებს

ქართველი ზვიად ციკოლია, რომლის საათები TSIKOLIA ქართული ბრენდია  და დამზადებულია შვეიცარიაში,  მალე ახალი ხაზის გამოშვებას აპირებს..  დიზაინერი ‘კომერსანტთან საუბარში აცხადებს, სპეციალური ხაზი საქართველოში დამზადდება და შესაბამისი წარწერაც ექნება — Made in Georgia. „გეგმა უკვე არსებობს და პროექტზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. თქვენთან შეხვედრამდე მქონდა საუბარი  ერთ-ერთ შვეიცარიელ მწარმოებელთან, რომელმაც უნდა გამომიგზავნოს მთელი ნუსხა, რა თანხა დაგვჭირდება, რა დანადგარები და ა.შ. ასევე საუბარია იმაზე, რომ გადავამზადოთ კადრები, რომლებიც სრულფასოვნად შეისწავლიან ...

Read More »

ფქვილი და პური შესაძლოა კიდევ გაძვირდეს

ფქვილი და პური შესაძლოა კიდევ გაძვირდეს

იმედი იმისა, რომ წელს რუსეთში, რომელიც ხორბლის მთავარი მომწოდებელია საქართველოსთვის, მარცვლეულის მოსავლიანობა გაიზრდებოდა, არ გამართლდა. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ფქვილისა და პურპროდუქტების გაძვირებას ვარაუდობენ. თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) თებერვლის თვის აგრომიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არც თუ დამაიმედებლად გამოიყურება. კერძოდ, მოსალოდნელია ...

Read More »

კომერციული ბანკების მოგება შემცირდა

კომერციული ბანკების მოგება შემცირდა

2019 წლის მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 75,104 მლნ ლარი შეადგინა, რაც 572 ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მარტში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 75,676 მლნ ლარი იყო. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, ბანკების შემოსავლებმა 360,245 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 269,868 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ ...

Read More »

ბორჯომელი ბიჭის მოსკოვური ისტორია – ვიცემერობიდან – მულტიმილიონერობამდე

ბორჯომელი ბიჭის მოსკოვური ისტორია - ვიცე–მერობიდან – მულტიმილიონერობამდე

სოსო ორჯონიკიძე, რომლის სახელიც მოსკოვში თითქმის ყველას სმენია, ქართულ ბიზნესში ბოლო პერიოდში გამოჩნდა და თუკი თავიდან ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, ახლა უკვე მედიაშიც საკმაოდ ხშირად ჩნდება. მისმა სახელმა ქართულ ბიზნესში აქტიურად მას შემდეგ გაიჟღერა, რაც თბილისში ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსი King David-ი ააშენა. მართალია დღეს უკვე მიაჩნია, რომ თბილისი ასეთი ძვირადღირებული პროექტებისთვის მზად არ არის, თუმცა ისიც ფაქტია, ...

Read More »

კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციების სამუშაოები დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი. პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე-აუდიტორიუმის განთავსება, რომელსაც ღია ტერასა ექნება, ხოლო პარკის ირგვლივ ველო და ...

Read More »

თაღლითობა, რომლის შედეგადაც შესაძლოა, თქვენი ფული სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე აღმოჩნდეს

თაღლითობა, რომლის შედეგადაც შესაძლოა, თქვენი ფული სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე აღმოჩნდეს

ონლაინ თაღლითობის შედეგად უკვე რამდენიმე მოქალაქე დაზარალდა. მხოლოდ ბოლო 2 დღის განმავლობაში 3 პირს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან კონკრეტული ოდენობის თანხა ჩამოეჭრა და სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე გადაირიცხა. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მისი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა 5 წუთის ინტერვალით ზედიზედ რამდენჯერმე განხორციელდა და ჯამში, 401 ლარი შეადგინა. მან შესაბამისი საჩივრით საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა, თუმცა როგორ და რა სქემით შეიძლება ...

Read More »

„ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა“

„ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა“

რატი აბულაძე: საზოგადოება საჭიროებს შედეგებს. ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა. ამასთან, პრობლემებზე საუბრობს ყველა, ხოლო პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებსა და მიდგომებზე კი ცოტა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემებია: ტერიტორიების დაბრუნება, სიღარიბე და მმართველობის არაეფექტიანობა. ამასთან, პრობლემებზე რა შელამაზებულადაც არ უნდა ვისაუბროთ, პრობლემებია ყველა სფეროსა და ყველა ეკონომიკურ სექტორში. თუმცა, პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე ...

Read More »