Home » Author Archives: George Kapanadze (page 9)

Author Archives: George Kapanadze

კორონავირუსმა ლარს უკვე მეორედ მასშტაბურად შეუტია

მეორე ტალღის დაწყების წინ სავალუტო ბაზარზე ქაოსის ნიშნები გამოიკვეთა ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინი აშკარად უარყოფითია. ინფექციის მეორე ტალღის წინ, ეკონომიკაში გაჩენილი პრობლემის გამო, ეროვნული ვალუტის მიმართ გაურკვეველი მოლოდინია. საფინანსო სფეროში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შოკის მინიმუმამდე დაყვანა მოახერხონ, მაგრამ ეს არც ადვილი იქნება და შეიძლება მცირე დროის შემდეგ შეუძლებელიც კი გახდეს. საბანკო-საფინანსო სექტორი ყველანაირად გაურბის სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ საუბარს. ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – ქვეყანა იმიტომ არ და ვერ მიდის წინ, რომ არ ჰყავს ძლიერი საშუალო ფენა

საქართველოში დამოუკიდებლობის მიღების დღიდან, არავის უზრუნია ძლიერი საშულო ფენის შექმნაზე – ჩვენ შევქმნით , – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაზემ განაცხადა. “ლელოს” თავმჯდომარის თქმით, თუ ქვეყანაში ძლიერი საშულო ფენა არ შეიქმნა, უნდა დავივიწყოთ ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. “ქვეყანა იმიტომ არ და ვერ მიდის წინ, რომ არ ჰყავს ძლიერი საშუალო ფენა. დღევანდელი მონაცემით, 3.7 მლნ. მოსახლიდან მხოლოდ ...

Read More »

The American Spectator: საქართველოს რეფორმირება სააკაშვილს არ ძალუძს, რადგან თავად კორუფციაშია ბრალდებული

„ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთზე მოახდინოს სწორება და არა რუსეთზე. სააკაშვილმა ეს იცის. ამიტომ, ჩნდება კითხვა: ნეტავ რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული? – წერს გამოცემა The American Spectator სტატიაში სათაურით „ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი”. როგორც სტატიის ავტორი ბრაიან მაკნიკოლი წერს, „სავარაუდოდ, სააკაშვილი უბრალოდ შარზეა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში რაიმე აუცილებლობის გარეშე ამოიჩემა რუსეთთან ბრძოლა და ამისთვის უმალვე თავადაც დაისაჯა და ქვეყანაც“. „საქართველოს რეფორმირება სააკაშვილს ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთკვირიანი მისიის პერიოდში, ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება, ისევე როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგრადობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებას და სწრაფ აღდგენას. წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ...

Read More »

აგვისტოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 182,3 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. მიმდინარე წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 183, 5 ლარი იყო, აგვისტოში კი, ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 20 თეთრით შემცირდა და 182,3 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში 1,1 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 161,5 ლარს შეადგენს. ორი ლარითა ...

Read More »

II კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2.5%-ით შემცირდა და 1 150 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 ...

Read More »

ბილ გეითსი – კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, 25 კვირაში 25 წლით უკან დავიხიეთ

კოვიდ -19 პანდემიამ შეაჩერა და ხშირ შემთხვევაში შეცვალა პროგრესი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ Goalkeepers -ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული. ”პირველი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიზნებისკენ სტაბილური და თანდათანობითი პროგრესის შესახებ ვიტყობინებოდით, თითოეული მიზანი სწორი მიმართულებით მიდიოდა ”, – განუცხადა ჟურნალისტებს Microsoft- ის დამფუძნებელმა და ფონდის თანათავმჯდომარემ ბილ გეითსმა. მისივე თქმით, ...

Read More »

ტრამპი – აშშ-ის პასუხი ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმაზე 1000-ჯერ უფრო მძლავრი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ირანი, ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას განახორციელებს, აშშ მას საპასუხო, 1000-ჯერ მძლავრი თავდასხმით უპასუხებს. „მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ირანი, ტერორისტი ლიდერის, ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, შესაძლოა, აშშ-ის წინააღმდეგ მკვლელობას ან სხვა თავდასხმას გეგმავდეს. ირანის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმას აშშ 1000-ჯერ მძლავრი თავდასხმით უპასუხებს,“- წერს პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელ ...

Read More »

აგვისტოში, საქართველოში 25.8%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოში 25.8%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა. კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. „ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე ...

Read More »

II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების – 1 352.4 ლარით განისაზღვრა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. ამასთან, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 ...

Read More »