Home » Author Archives: George Kapanadze (page 7)

Author Archives: George Kapanadze

„სვეტის“ მშენებლობებს m² მარტიდან განაახლებს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაწყებული მშენებლობები, რომელიც კომპანია M2-მა გადაიბარა, მარტის დასაწყისიდან გაგრძელდება. ქალაქის მერის თქმით, სამ მისამართზე მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში ნებართვებიც გაიცემა. „სვეტის“ მიერ დაზარალებულია 2 500 ოჯახი. კახა კალაძის თქმით, „სვეტის“ მსგავსად, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოგვარებაზე. „ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, არ ...

Read More »

სათბური გაზების ზრდის ემისიის შემცირებისთვის, საქართველო გერმანიისგან 2 მილიონი ევროს გრანტს მიიღებს

სათბური გაზების ზრდის ემისიის შემცირებისთვის, საქართველო გერმანიის მთავრობისგან 2 მილიონი ევროს გრანტს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დავითაშვილმა განმარტა, საგრანტო თანხით რუსთავში სათბური გაზების დამჭერი ტექნოლოგიები განთავსდება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს მთელი ქვეყნის სათბური გაზების ემისია 4-5%-ით შეამციროს. მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. „მეორე ...

Read More »

ბილაინმა თანამედროვე დიზაინისა და დამატებითი ფუნქციების მქონე განახლებული ვებგვერდი წარადგინა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა  თამედროვე ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი წარადგინა. ახლებური დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს და ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია. განახლებული ვებგვერდი კომპანიის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიენებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები. ვებგვერდის ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ბილაინის სერვისების შესახებ, მარტივად შეიძინოს სიმ ბარათი ...

Read More »

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა. „მარშესთან“, „თოლიასთან“, „სმარტთან“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ყოველდღიურად ახალი პურით, ხორცით და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუტებით შექმნილი „ქართული გემო“ “ვენდის“ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.   „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვისოლ ჯგუფმა“ 2015 წლის დეკემბერს გააჟღერა და ამერიკული ...

Read More »

„სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება. დედაქალაქის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს. „ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების ...

Read More »

გახარია – ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება

„ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება. „ფონდების შესახებ კანონი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი, დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება გახლავთ ...

Read More »

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 21 თებერვლიდან რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიით განახლდება. კერძოდ, 21 თებერვალს- „მზის ამოსვლამდე“, 22 თებერვალს – „მზის ჩასვლამდე“, 23 თებერვალს კი ფილმის- „შუაღამემდე“ ჩვენება გაიმართება. „თიბისის“ ინფორმაციით, კინოთეატრ „ამირანისა“ და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტის ფარგლებში ეკრანი უკვე დაეთმო კვენტინ ტარანტინოს, ვუდი ალენის, მარტინ სკორსეზეს, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას. ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების ...

Read More »

თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დღეის მდგომარეობით, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ...

Read More »

„დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მშენებლობა გავაჩერეთ და მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს განვათავსებთ“

დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მიმდინარე მშენებლობა შეჩერდა და იქ, სკვერთან ერთად 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებული ტერიტორია მუნიციპალიტეტმა შეისყიდა და მისი მოწესრიგება მიმდინარეობს. “დიდ დიღომში, ანბანის სკვერში გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა, რაც მოუღებელია და იცით, ჩვენი დამოკიდებულება. დავპირდით მოსახლეობას, რომ გამოვისყიდიდით ამ ტერიტორიას და თავის სახეს დავუბრუნებდით ამ კონკრეტულ ადგილს. ...

Read More »

IV კვარტალში რძის წარმოება 3%-ით, ხორცის 9.5%-ით, კვერცხის 4%-ითაა შემცირებული

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში რძის წარმოება 3%-ით, ხორცის 9.5%-ით, კვერცხის 4%-ითაა შემცირებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მეცხოველეობის შესახებ წინასწარს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 91.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. 2019 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 546.9 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.5 პროცენტით ჩამორჩება 2018 წლის შედეგს. ...

Read More »