Home » Author Archives: George Kapanadze (page 643)

Author Archives: George Kapanadze

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაში გადაინაცვლებს და ღირებულებაც გაიზრდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლებს და ღირებულებაც გაიზრდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, გამოცდაზე გასვლის ღირებულება საგრძნობლად არ გაძვირდება. მისივე განმარტებით, გამოცდის ქუჩაში გადანაცვლებიდან გამომდინარე, იზრდება რისკები და შესაბამისად დაემატება ის კომპონენტი, რაც ამ რისკებს მოიცავს. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დრო, როდის შეიძლება ჩატარდეს პრაქტიკული გამოცდები რეალურ მოძრაობაში, თუმცა, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ...

Read More »

მილიარდერი ბანკების რეიტინგი

მილიარდერი ბანკების რეიტინგი

საბანკო სექტორის აქტივები მაისში 0.1%-ით (m.m) არის გაზრდილი.  2 უმხსვილესი  ბანკის (>₾10 მლრდ) კი ჯამურად, 9.1%-ით (m.m). გამსხვილების შემდეგ №1 პოზიციაზე თიბისი ბანკმა გადაინაცვლა. „თიბისის“ და“ საქართველოს  ბანკის“ წილი 69.9%-ია (01.05.2017 – 64.1%) TOP-6

Read More »

94-ე მუხლი – “თავისუფლების აქტი”, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს

94-ე მუხლი – “თავისუფლების აქტი”, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს

კონსტიტუციის პროექტის განხილვა ნელ-ნელა მწვავდება. განსაკუთრებულ ყურადღებას მიწის უცხოელებზე გაყიდვა და 94-ე მუხლი (თავისუფლების აქტი) იწვევს, რომლის თანახმადაც საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს,  გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის თანახმად, შეუძლებელია გადასახადების სახეცვლილებაც, მაგალითად პროგრესული გადასახადის შემოღება ან სხვა. რეფერენდუმზე გატანილ უნდა იქნას მხოლოდ გადასახადის ზრდის შესახებ ...

Read More »

პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს

პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს

იმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, პარკირება გაუქმდეს – ამის შესახებ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, შესაძლოა პეკინის ქუჩა ცალმხრივიც გახდეს. „პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. ასეთი ინტ-ენსივობით დატვირთული ქუჩა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათა¬სამდე ავტომობილი მოძრაობს. პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო დროებითი სატრანსპორტო სქემა ...

Read More »

საქართველოს 12 დასახლებაში მოსახლეები მიწის რეგისტრაციას უფასოდ შეძლებენ

საქართველოს 12 დასახლებაში მოსახლეები მიწის რეგისტრაციას უფასოდ შეძლებენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელებას იწყებს. რეესტრის ცნობით, სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ გეორგაფიულ არეალებში სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. მთავრობის დადგენილებით, საპილოტო პროექტისთვის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, 12 დასახლება შეირჩა. ესენია : მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო ...

Read More »

10 ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყანა

10 ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყანა

სახელმწიფო ვალის ტვირთის სიდიდე განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი არის ვალი პროცენტულად ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მიმართ. რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, შეუძლია უფრო მეტ ვალს მოემსახუროს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2017 წლის აპრილის მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბერს ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი იაპონიას ჰქონდა, მშპ-ის 239%, რაც დოლარებში 11 ტრილიონია. მეორეზეა საბერძნეთი, მშპ-ის მიმართ 181%-ით, დოლარებში კი მისი ვალი 335 ...

Read More »

დიდ დიღომში შესაძლოა მეტროს ხაზი გაიყვანონ

დიდ დიღომში შესაძლოა მეტროს ხაზი გაიყვანონ

დაგეგმილი გვაქვს, დიდუბის მეტროს ჰაბი დაუკავშირდეს დიდ დიღომს – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. „გასათვალისწინებელია, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შემთხვევაში, შესაძლოა, მეტროს მგზავრების რაოდენობა გაიზარდოს და ამ შემთხვევაშიც გვაქვს რესურსი, რომ პიკის საათებში მეტროს მატარებლებს შორის ინტერვალი 3,5-დან 2,5 წუთამდე შევამციროთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ დიდუბის მეტროს ჰაბი დაუკავშირდეს დიდ დიღომს, სადაც შეიძლება ...

Read More »

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი კომპანია „წყალი მარგებელს“ ბიზნესის წარმატებულ მოდელს უწოდებს

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი კომპანია „წყალი მარგებელს“ ბიზნესის წარმატებულ მოდელს უწოდებს

ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი გურიაში, სოფელ ნაბეღლავში კომპანია  „წყალი მარგებელის“ ახალი ქარხნის გახსნას დაესწრო. ცნობილია, რომ საწარმო ცნობილ ავსტრიულ კომპანიასთან ერთად უალკოჰოლო სასმელების წარმოებას ამატებს. ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის წარმატებაა. ამის შესახებ წილოსანმა „პირველთან“ განაცხადა:„წყალი მარგებელი“ არის კომპანია, რომელმაც გააერთიანა თანამედროვე ტექნოლოგიები, ქართული სული და გურიის მთების ანკარა წყაროს უნიკალური ...

Read More »

მტკვრის სანაპიროზე 8 კმ სიგრძის ველოტრასა მოეწყო

მტკვრის სანაპიროზე 8 კმ სიგრძის ველოტრასა მოეწყო

მტკვრის სანაპიროზე 8 კმ სიგრძის ველოტრასა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მტკვრის სანაპიროზე 8 კილომეტრიანი ველოტრასა წრიული იქნება და იგი უკვე მოწყობილია. რამდენიმე დღეში კი, მისი დახაზვა დაიწყება, რის შემდეგაც იგი მზად იქნება. როგორც საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ველოტრასა „დედაენის ბაღიდან“ დაიწყება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტროტუარზე გაგრძელდება. ვახუშტის ხიდით ...

Read More »

საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ჯარიმა შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება და 30 დღის შემდეგ ჩაბარებულად ჩაითვლება

საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ჯარიმა შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება და 30 დღის შემდეგ ჩაბარებულად ჩაითვლება

საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს მიერ წარდგენილ ვიდეო-ჯარიმების აღსრულებასა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც საქართველოს მთავრობას დღეს წარედგინა.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, შეიმუშავა ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი: საკანონმდებლო პაკეტის ...

Read More »