Home » Author Archives: George Kapanadze (page 60)

Author Archives: George Kapanadze

ბექა დავითულიანი – ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ვიღაცამ სცემოს და მიაღწია ამ მიზანს

„ სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი, ფიზიკური დაპირისპირება, რომელსაც წინ უძღოდა ასევე სამწუხარო ამბავი, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა მთელ უმრავლესობას იდიოტი და არაკაცი უწოდა. ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ერთმანეთს არც პიროვნული და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მივაყენოთ “ , – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. როგორც დავითულიანმა განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმრავლესობის ყველა წევრს ...

Read More »

„2014 წლიდან ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა 44 პროცენტით არის გაზრდილი”

„ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების იმპლემენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი პლატფორმების არსებობა, როგორიც არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო, რომელიც, წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებულად მუშაობს ქართული და ევროპული ბიზნესის დაახლოებასა და ინტეგრაციაზე” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც „თბილისი მარიოტში” ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრთა წლიურ კრებას დაესწრო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მისი შეფასებით, უკვე 800-ზე მეტი ქართული ...

Read More »

პირველი მარტიდან მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

გადავწყვიტეთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანმა ფოთში გამართულ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს დავოსიდან მიმართა. მინისტრმა მებაჟე-ოფიცრებს საბაჟოს საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. „დღეს მსოფლიოს საბაჟო თანამეგობრობა აღნიშნავს მებაჟის საერთაშორისო დღეს. მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ წარმატებები. ახლა ვარ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დელეგაციასთან ...

Read More »

ვიმედოვნებთ, რომ ისრაელში ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე შეთანხმებას მივაღწევთ – ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნებს შორის ქართველების ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. როგორც საქართველოში ისრაელის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ლეგალური დასაქმების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოსა და ისრაელის ორმხრივ ურთიერთობებში. „ახლა საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ისრაელშია და ეს საკითხი ერთ-ერთია, რომელსაც ის ჩვენს ლიდერებთან განიხილავს. ორივე მხარე მუშაობს ამაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის არის უვიზო ...

Read More »

საკრებულოში ლევან ხაბეიშვილს სცემეს

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

Read More »

ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვით გვეცოდინება, რეალურად როგორია ჩვენი ეკონომიკის მასშტაბი – სოსო არჩვაძე

მსოფლიო ბანკის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის 72%-ი აღურიცხავი იყო, სავალუტო ფონდის 2018 წლის მონაცემებით კი, საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკა 64.9%-მდე იყო შემცირებული. შედარებით მოკრძალებულია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 13%-ს არ აღმატება. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე გადაწყვიტა სახელმწიფომ, კერძოდ სტატისტიკის სამსახურმა, კიდევ 2 ჩრდილოვანი სექტორი აღწეროს. მიმდინარე წელს სტატისტიკის სამსახური ისეთი სექტორების აღწერას გეგმავს, როგორებიცაა რეპეტიტორობითა და ...

Read More »

პროფესიული განათლება კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება

წლის ბოლომდე პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარების ახალი მოდელი დაინერგება, რაც ამ სფეროში პედაგოგთა ხელფასის ზრდას განაპირობებს. ხელფასების ზრდა პროფესიული განათლებაში ე.წ. პრაქტიკოსი პედაგოგების მოზიდვას და განათლების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს, – განაცხადა  განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროფესიული განათლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება მიმდინარე წელს, 2018 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. ზრდა წლის ბოლომდე კიდევ იგეგმება, მას შემდეგ ...

Read More »

14 წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშოები ზედამხედველობას დაექვემდებარება

14 წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშოები ზედამხედველობას დაექვემდებარება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტშია“ აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, რეგლამენტი ადგენს სათამაშოების უსაფრთხოების წესებს. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებიც, დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, ეს სათამაშო დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა. სათამაშოების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას – ზედამხედველობის ორგანო განახორციელებს, რომელიც უფლებამოსილი ...

Read More »

ქუთაისის ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს

ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ადგილზე უნდა მოხდეს სათადარიგო ნაწილების წარმოებაც. “ელექტრომობილები, რომელსაც ქუთაისის ქარხანა აწარმოებს, გავა ექსპორტზე, ასევე მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს და დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული იქნება. წარმოება იქნება ისეთი, რომ ქართული ბაზარი არ ეყოფა, დასრულებიდან პირველ ეტაპზე წარმოებული იქნება 5000 ელექტრომობილი, თუმცა შემდეგ ეტაპზე ეს რიცხვი ...

Read More »

რა უჯდება ჩვენს სახელმწიფოს საფეხბურთო ჩემპიონატების შენახვა

 “ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა” 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს კლუბების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას. საინტერესოა თუ რა უჯდება სახელმწიფოს ქართული კლუბების შენახვა, რამდენად ეხმარებათ მათ ეს ფინანსები განვითარებაში, სად და როგორ იხარჯება გამოყოფილი თანხები და სხვა უამრავი რამ. თუმცა, სანამ „ფეხბურთის განვითარების ფონდი“ კლუბების მიერ ხარჯვით ანგარიშს წარმოუდგენს საზოგადოებას, მანამდე თვალი გადავავლოთ გასულ, 2019 წლის ფინანსურ მაჩვენებელს და ვნახოთ ...

Read More »