Home » Author Archives: George Kapanadze (page 6)

Author Archives: George Kapanadze

მარცვლეულის წარმოების საქმე უკან მიდის

მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი გვაქვს, სადაც საშუალო მოსავლიანობა ვერავითარ კრიტიკას ...

Read More »

რას შეცვლის ახალი სატყეო კოდექსის ამოქმედება

მიმდინარე წელს ქვეყანას ახალი ტყის კოდექსი ექნება. კოდექსი პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა პარლამენტმა, მეორე მოსმენა კი მიმდინარე თვეში იგეგმება. ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 6 წლიანი  სამუშაო პროცესის შედეგად, მომზადდა ევროკავშირის,  მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით. კანონპროექტის მთავარი მიზანს წარმოადგენს მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, ასევე სოციალური და ეკონომიკური ...

Read More »

„სვეტის“ მშენებლობებს m² მარტიდან განაახლებს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაწყებული მშენებლობები, რომელიც კომპანია M2-მა გადაიბარა, მარტის დასაწყისიდან გაგრძელდება. ქალაქის მერის თქმით, სამ მისამართზე მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში ნებართვებიც გაიცემა. „სვეტის“ მიერ დაზარალებულია 2 500 ოჯახი. კახა კალაძის თქმით, „სვეტის“ მსგავსად, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოგვარებაზე. „ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, არ ...

Read More »

სათბური გაზების ზრდის ემისიის შემცირებისთვის, საქართველო გერმანიისგან 2 მილიონი ევროს გრანტს მიიღებს

სათბური გაზების ზრდის ემისიის შემცირებისთვის, საქართველო გერმანიის მთავრობისგან 2 მილიონი ევროს გრანტს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დავითაშვილმა განმარტა, საგრანტო თანხით რუსთავში სათბური გაზების დამჭერი ტექნოლოგიები განთავსდება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს მთელი ქვეყნის სათბური გაზების ემისია 4-5%-ით შეამციროს. მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. „მეორე ...

Read More »

ბილაინმა თანამედროვე დიზაინისა და დამატებითი ფუნქციების მქონე განახლებული ვებგვერდი წარადგინა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა  თამედროვე ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი წარადგინა. ახლებური დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს და ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია. განახლებული ვებგვერდი კომპანიის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიენებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები. ვებგვერდის ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ბილაინის სერვისების შესახებ, მარტივად შეიძინოს სიმ ბარათი ...

Read More »

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა. „მარშესთან“, „თოლიასთან“, „სმარტთან“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ყოველდღიურად ახალი პურით, ხორცით და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუტებით შექმნილი „ქართული გემო“ “ვენდის“ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.   „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვისოლ ჯგუფმა“ 2015 წლის დეკემბერს გააჟღერა და ამერიკული ...

Read More »

„სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება. დედაქალაქის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს. „ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების ...

Read More »

გახარია – ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება

„ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს გადაეგზავნება. „ფონდების შესახებ კანონი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი, დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება გახლავთ ...

Read More »

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 21 თებერვლიდან რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიით განახლდება. კერძოდ, 21 თებერვალს- „მზის ამოსვლამდე“, 22 თებერვალს – „მზის ჩასვლამდე“, 23 თებერვალს კი ფილმის- „შუაღამემდე“ ჩვენება გაიმართება. „თიბისის“ ინფორმაციით, კინოთეატრ „ამირანისა“ და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტის ფარგლებში ეკრანი უკვე დაეთმო კვენტინ ტარანტინოს, ვუდი ალენის, მარტინ სკორსეზეს, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას. ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების ...

Read More »

თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დღეის მდგომარეობით, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ...

Read More »