Home » Author Archives: George Kapanadze (page 50)

Author Archives: George Kapanadze

აგვისტოში თბილისში “McDonalds-ის ორი ახალი რესტორანი იხსნება

აგვისტოს დასაწყისში თბილისში „მაკდონალდსის“ ორი ახალი რესტორანი იხსნება.  „კომერსანტთან“ საუბრისას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი საქართველოში ჯერ არ ყოფილა. „პანდემიის პირობებში მთელს ევროპაში მხოლოდ ერთი რესტორანი გაიხსნა, ხოლო საქართველოში იხსნება – ორი. აგვისტოს პირველ კვირას გაიხსნება ორი ახალი რესტორანი – ერთი აეროპორტის გზაზე, ხოლო მეორე – დიღმის ტრასაზე. რესტორანს ...

Read More »

ENKA – ვინ არის საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც საქართველოში $800 მილიონს ჩადებს

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). კომპანია ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს მსოფლიოს 64 ქვეყანაში, სადაც ამჟამად 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ნამახვანის ჰესების კასკადი მეორე პროექტი იქნება, რომელსაც ENKA საქართველოში განახორციელებს.2014-2019 წლებში კომპანია ...

Read More »

ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის გუნდების ფორმები საქართველოში შეიკერება

MADE IN GEORGIA – 2021 წელს, სწორედ ამ წარწერის უნიფორმებით ითამაშებენ ცნობილი ნაკრების ფეხბურთელები, რომლებსაც “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი დაამზადებს. როგორც „აწარმოე საქართველოში“ განაცხადეს, უნიფორმები შეკერილი იქნება ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ხელშეწყობით რუსთავში შენდება და რომლის ფარგლებში 3 000 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. კომპანიის დირექტორის განცხადებით, ფორმების გამოშვება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2021 წელს, ლივერპულის, ჩელსის და ...

Read More »

ლაშა ნაცვლიშვილი: ფუჭად ცდილობს ნაცპროპაგანდა, ოცნებას „ჩაუდოს“ რეირბახის კავშირები

არ ვიცი, რა კავშირი აქვს 23 წლის გოგონას ტრაგიკულ აღსასრულთან მის სამსახურს და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის რეირბახი (გამოძიება იტყვის სათქმელს), მაგრამ ფუჭად ცდილობს ნაცპროპაგანდა, ოცნებას „ჩაუდოს“ ამ რეირბახის კავშირები, – „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც საუბარია აბრაჰამ რეიხბახის კავშირებზე კომპანიასთან, სადაც გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც ლაშა ნაცვლიშვილი ...

Read More »

„ავერსი ფარმას“ დირექტორი – ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით 8 წლის განმავლობაში ვიზიარებდით სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესს, არასოდეს გამოგვიყრია გარეთ

„ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, რვა წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, ინფექციური საავადმყოფო რაიმე ალტერნატიულ ფართში გადასულიყო, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ მთავრდებოდა. „ამ წლების განმავლობაში არაერთი იყო ასეთი დაპირება, იყო გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ აშენდა, გადაეცა შენობა ინფექციურ საავადმყოფოს, რომელშიც არ გადავიდნენ გარკვეული მიზეზების გამო. ჩვენ გვახსოვს გამოცხადებული ტენდერები, რომელიც ჩაიშალა, ასევე გვახსოვს პროექტირების ტენდერი, რომელიც ...

Read More »

ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზისთვის სპეციალისტები პარიზიდან ჩავიდნენ

ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოს დასრულების მიზნით, საქართველოში ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები ჩავიდნენ. მშენებლობის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, საბაგირო გზებისა და სადგურების სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ...

Read More »

ისრაელში მესამე დღეა, კორონავირუსის დღიური ანტირეკორდი ფიქსირდება – ქვეყანა ტოტალური კარანტინის ზღვარზეა

ისრაელში უკვე მესამე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური ანტირეკორდი ფიქსირდება. 21 ივლისს 2022 ინფიცირებული გამოვლინდა, 22 ივლისს – 2032, ბოლო ერთ დღეში კი მაჩვენებელი 2327-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ვირუსზე დადებით პასუხს ყოველი მე-12 ადამიანი ღებულობს, რომელიც ტესტირებას გადის. მანამდე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტაინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღიური მაჩვენებელი 2000-ზე მეტ ინფიცირებულს გამოავლენს, ქვეყანაში ტოტალური კარანტინის ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: უკრაინელი საზოგადოებისთვის ნათელი გახდა სააკაშვილის და მისი გუნდის რეალური სახე

„როგორც ჩანს, სააკაშვილს უკვე უკრაინაშიც წყალი აქვს შეყენებული. ადგილობრივი მედიის მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, უკრაინელი საზოგადოებისთვის ნათელი გახადა სააკაშვილის და მისი გუნდის რეალური სახე. შესაბამისად, სააკაშვილის უკრაინული თავგადასავლის წამზომი უკვე ჩართულია“, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს და ცნობილი უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ოლეგ დეინეკასა და ვალერი ტოვმაჩის სკანდალურ გამოძიებას ეხმაურება. ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის პოზიციების შესუსტებაზე ...

Read More »

ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ექნება საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ჭერი – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში ინფექციურმა საავადმყოფომ ყველაზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს უმკურნალა და კარგი მაჩვენებელიც აქვს. თუმცა, ცერცვაძის თქმით, კლინიკის თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა. ამასთან, ცერცვაძის განცხადებით, ცენტრი პრემიერის დავალებით ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის პროცესს. ცერცვაძის განცხადებით, ასეთ დაწესებულებას არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია, შენობა და იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში. „ის, რომ საქართველო ძალიან ...

Read More »

დღეიდან ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა „მსოფლიო თავისუფალი ზონების ორგანიზაციის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში

დღეს „თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაციამ“ (WORLD FREE ZONES ORGANIZATION)  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობების დანიშვნის ონლაინ ცერემონია გამართა. ამ ცერემონიაზე  World FZO-სა და ფოთის თიზ-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და დღეიდან საქართველოში World FZO-ის ოფიციალური წარმომადგენელი ფოთის თიზ-ი იქნება. „თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაცია“ არის გავლენიანი საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს თავისუფალი ზონების ინტერესებს მთელს მსოფლიოში და რომელშიც მსოფლიოს 1700 სუბიექტია გაერთიანებული.  ,,ასეთი ავტორიტეტული ...

Read More »