Home » Author Archives: George Kapanadze (page 5)

Author Archives: George Kapanadze

ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა შესაძლოა, გახანგრძლივდეს

სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადამ შესაძლოა, 2021 წლის 31 მარტამდე გადაიწიოს. აღნიშნულს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს გამარტივებული წესით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი კომიტეტის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე დარახველიძემ ...

Read More »

BBC – ჩინეთში აღმოაჩინეს გრიპის ახალი ვირუსი “პანდემიური პოტენციალით”

ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია ადამიანის დაინფიცირებაც. მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება. მეცნიერების განცხადებით, მას “ყველა ნიშანი” აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს. რადგან ვირუსი ახალია, ადამიანების მეტ ნაწილს მის ...

Read More »

რეალობა ისაა, რომ ეპიდემიის დასრულებასთან ახლოსაც კი არ ვართ – ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი ქვეყნების მთავრობები სწორი პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებენ. „მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, პანდემიის ტემპი მაინც იზრდება. ჩემი მთავარი გზავნილია: ტესტი, კონტაქტების კვლევა, იზოლირება და კარანტინი,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლაში წარმატების მიღწევას „გლობალური სოლიდარობის“ არარსებობა და „გაყოფილი მსოფლიო“ უშლის ხელს. ...

Read More »

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.4%-ს შეადგენს. „წინასწარი შეფასებით, მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 13.5%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 5 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.4%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ. მისივე თქმით, ...

Read More »

ლუკაშენკო – “გაზპრომის” ბანკის საშუალებით ბელორუსში 640 მილიონი დოლარი გაათეთრეს

რუსეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა ვითარება, რომელიც წარმოიშვა ბელგაზპრომბანკის საქმესთან და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ვიქტორ ბაბარიკოს დაკავებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკის რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსის ხელისუფლება მოქმედებდა კანონით. ”ბელგაზპრომბანკის მეშვეობით 640 მილიონი დოლარი გაათეთრეს და ლატვიაში გადაიტანეს.”, – განაცხადა ლუკაშენკომ. გამოცემა finanz.ru-ს ინფორმაციით, ფული იგზავნებოდა ABLV ბანკში, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ერთ-ერთი უდიდესი ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. „ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო სანქციების 6 თვით გახანგრძლივების თაობაზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ეკონომიკის ცალკე სექტორებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მინსკის შეთანხმებები სრულად არ არის შესრულებული. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს წვდომას უზღუდავს ევროკავშირის პირველადი და ...

Read More »

OMV Petrom-მა შავი ზღვის რეგიონში ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი გაერთიანება OMV Group-ში შემავალი OMV Petrom-მა 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა. OMV Petrom-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პიტერ ცაილინგერის განცხადებით, კომპანია ადასტურებს მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელებას შავი ზღვის რეგიონში. „ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში ...

Read More »

თამარ გაბუნია – „დექსამეტაზონმა“ აჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში

„დექსამეტაზონი“ არის პირველი მედიკამენტი, რომელმაც უჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა. რაც შეეხება სოლიდარობის გლობალურ კვლევას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, ისევე როგორც კვლევაში მონაწილე ათეულობით ქვეყანაში, ოთხი დასახელების პრეპარატების გამოყენება იგეგმება, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მედიკამენტების მოწოდება ლოჯისტიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული და მას დრო სჭირდება. თამარ გაბუნიას თქმით, ოთხ მედიკამენტს შორისაა ...

Read More »

ირანმა დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა

გენერალი ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. ირანი ინტერპოლს მიმართავს, რათა დახმარება გაუწიონ დონალდ ტრამპის დაკავებაში. თეირანის პროკურორის, ალი ალყასიმერის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპსა და კიდევ 30 პირს 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ...

Read More »

ბადრი ჯაფარიძე: ხაშურსა და მის პატარ-პატარა სოფლებს ფეხზე დავაყენებთ

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხაშურში რეგიონული ოფისის გახსნისას მოსახლეობის წინაშე გამოვიდა და მათ ხაშურის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა. „ლელოს“ ლიდერის თქმით, რეგიონი მოკლებულია ზრუნვას და ყურადღებას. აუცილებელია ხაშურის მოსახლეობისთვის იმ იმედის და მომავლის დაბრუნება რომელიც წაართვეს. „ხაშურსა და მის პატარ-პატარა სოფლებს ფეხზე დავაყენებთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ. „ლელო“, მოვიდა იმისთვის, რომ შეცვალოს დაჭაობებული რეალობა, სადაც ადამიანებმა დაკარგეს იმედი, დაეუფლათ ნიჰილიზმი ...

Read More »