Home » Author Archives: George Kapanadze (page 477)

Author Archives: George Kapanadze

„ბაზისბანკის“ მოგება 21.6%-ით შემცირდა

„ბაზისბანკის“ მოგება 21.6%-ით შემცირდა

„ბაზისბანკის“ წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი ნახევრის ბოლოს 5.42 მლნ ლარი შეადგინა, რაც 21.6%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან ივნისის ბოლოს, როცა ბანკს 6.916 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ამ 1 წელიწადში ბანკის აქტივები 469.054 მლნ ლარიდან 727.983 მლნ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 345.894 მლნ ლარიდან 593.617 მლნ ლარამდე. შარშან ივნისის ბოლოს „ბაზისბანკის“ სააქციო კაპიტალი 123.16 მლნ ლარი იყო, ხოლო ...

Read More »

,,ხელისუფლებამ უნდა დაწიოს გადასახადები და გაამარტივოს რეგულაციები”

ხელისუფლებამ უნდა დაწიოს გადასახადები და გაამარტივოს რეგულაციები

ინტერვიუ „ნატახტარის” კორპორატიულ დირექტორ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილთან – რამდენიმე დღის წინ ბაზარზე ლარის კურსი ბოლო წლებისთვის უპრეცედენტო ნიშნულზე, 2,5 პუნქტზე დაფიქსირდა. ლარის ოფიციალური კურსი დღესაც დაეცა. რა შეცვალა ლარის გაუფასურებამ თქვენი კომპანიისთვის?  – ჩვენი ხარჯების უმეტესი ნაწილი დოლარშია გამოსახული, შესაბამისად, ლარის გაუფასურება და დოლარის გამყარება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენს შესყიდვებზე და შესაბამისად, ბიზნესზე. ამ კონკრეტულ შემთხვევებში მცირდება მოგების მარჟები, რაც ბიზნესის ...

Read More »

ქართველი მაყურებელი წამყვანი ევროპული ჩემპიონატების გარეშე რჩება

ქართველი მაყურებელი წამყვანი ევროპული ჩემპიონატების გარეშე რჩება

იტალიური ფეხბურთის ქომაგები „სილქ TV”-ის მიერ სპორტული არხების გათიშვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანია მაყურებლის ინტერესებს არ ითვალისწინებს. როგორც ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის პრეზიდენტმა, ლევან ბეგლარიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ტელევიზიას 4 სპორტული არხი აქვს და არცერთი მათგანი არ აჩვენებს არც იტალიის, არც გერმანიის და არც საფრანგეთის ჩემპიონატებს, ამ ფონზე კი კიდევ ორ სხვა სპორტულ არხს თიშავს, სადაც აღნიშნული ჩემპიონატების ტრანსლირება ხდება. ...

Read More »

საწვავის ფასების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით

საწვავის ფასების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაშია. კავშირის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შემცირდა 0,05 ევროთი და შეადგენს საშუალოდ 1,20 ევროს/ლიტრაზე. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად გამყარდება

დიმიტრი ქუმსიშვილი : საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად გამყარდება

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და საშუალოვადიან პერიოდში გამყარებას პროგნოზირებს. მისი თქმით, ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა წინა წელთან შედარებით უკვე შემცირებულია და აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლოა ითქვას, რომ ლარის გამყარება საშუალოვადიან პერიოდში მოხდება. მინისტრის განცხადებით,  თუ მოლოდინების ნაწილში ბაზრის მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს სწორი მოლოდინების ფორმირება და თუ საჭირო გახდება, ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებაზეც იმსჯელებს. თუმცა ამავე ...

Read More »

ყაზახეთმა რუსეთს ინვესტიციების ზრდის ტემპით გაუსწრო

ყაზახეთმა რუსეთს ინვესტიციების ზრდის ტემპით გაუსწრო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსეთში ამ წლის პირველ ნახევარში 46.12%-ით შემცირდა გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, $2.8 მლრდ-მდე, ხოლო ყაზახეთში 289%-ით გაიზარდა და თითქმის რუსეთისას გაუთანაბრდა – $2.5 მლრდ. ეს ციფრები Financial Times-ის შვილობილს, fDi Markets-ს მოჰყავს და შეყვანილია პროექტები, რომელიც ნულიდან დაიწყო. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გამოიწვია 154 ქვეყნიდან 97-ში. ინვესტიციების ზრდის ტემპის მიხედვით პირველი ხუთეული ქვეყნებისა ...

Read More »

დავით ნარმანია: საცობებისგან თბილისის მთლიანად განტვირთვა შეუძლებელია

დავით ნარმანია: საცობებისგან თბილისის მთლიანად განტვირთვა შეუძლებელია

საცობებისგან დედაქალაქის მთლიანად განტვირთვა შეუძლებელია, ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.  ნარმანია იმედოვნებს, რომ ვაკე-საბურთალოს გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ავტომანქანების ნაკადი ნაწილობრივ განიტვირთება. მერის თქმით, თბილისის მთავრობა მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც დედაქალაქის საცობებს ნაწილობრივ შეამცირებს.თუმცა სრულად ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან „ქალაქში არის ავტომობილების იმაზე მეტი რაოდენობა ვიდრე ამ ტიპის დასახლებას შეუძლია აიტანოს.“ [wpolling id=”5″ width=”” height=””]

Read More »

მესტიის რაიონში “ნენსკრა ჰესის” მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

დღეს მესტიის რაიონში "ნენსკრა ჰესის" მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინსიტრმა კახა კალაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაზემ და კორეული კომპანია K-Water-ის წარმომადგენლებმა „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ჩაუყარეს საფუძველი. “პროექტის საინვესტიციო მოცულობა პრაქტიკულად ერთ მილიონ დოლარს აღწევს. ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიან პერიოდში. პროექტში ჩვენი პარტნიორი გახლავთ კორეული წყლის სახელმწიფო კომპანია “ქეი ვოთერი” (K water), ხოლო საბანკო კომპონენტში ჩვენი ...

Read More »

ლარის გაუფასურებამ გლდანის შაურმა გააძვირა

ლარის გაუფასურებამ გლდანის შაურმა გააძვირა

,,გლდანის შაურმა” პროდუქციას აძვირებს და ამ ყველაფრის მიზეზად ლარის კურსს ასახელებს. ,,საქართველოში შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ბაზარზე არსებული დოლარის კურსის ცვალებადობას, გამოიწვია პროდუქტებზე, ჩვენს შემთხვევაში კი იმ რესურსებზე ფასების ზრდა, რომელიც საჭიროა შაურმის მოსამზადებლად, ეს უკანასკნელი კი აისახა შაურმის თვითღირებულებაზე” – აცხადებენ კომპანიაში. 16 სექტემბრიდან იმიქმედებს შემდეგი ტარიფები: 1.შაურმა ლაითი-5ლ 2.სტანდარტული-7ლ 3.საშუალო-9ლ 4.დიდი-13ლ 5.როიალი-8ლ  ეს ცვლილება ვრცელდება ბათუმის ფილიალშიც. [wpolling id=”5″ ...

Read More »

VimpelCom-მა ახალი პროექტი Eurasia Mobile Challenge წამოიწყო

VimpelCom-მა ახალი პროექტი Eurasia Mobile Challenge წამოიწყო

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები იმ ქვეყნებიდან, სადაც VimpelCom Ltd-ს ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულები არიან წარმოდგენილი. ტელეკომუნიკაციების მომსახურების წამყვანი პროვაიდერი (სათაო ოფისი – ამსტერდამი, ემსახურება 213 მილიონ მომხმარებელს), რომელის კომპანიათა ჯგუფის წევრია ბილაინი, იწყებს გლობალურ პროექტს – Eurasia Mobile Challenge. პროექტის მიზანია, ჩართოს ევროპისა და აზიის ახალგაზრდობა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში და შექმნას ახალი და წარმატებული მობილური პროექტები. პროექტი ტარდება კომპანია ...

Read More »