Home » Author Archives: George Kapanadze (page 40)

Author Archives: George Kapanadze

რას ეძებს “ფრონტერა” საქართველოში 23 წლის განმავლობაში

“ფრონტერას” სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს” ბოლო დროს ამერიკიდან მიღებულ კრიტიკულ გზავნილებში ორჯერ გაიჟღერა კომპანია “ფრონტერას” სახელმა. ჯერ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა მისწერა წერილი გიორგი გახარიას, სადაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე საუბრობდა და მაგალითად მოიყვანა ნავთობისა და გაზის კომპანია “ფრონტერა”, რომელიც მოიხსენია, როგორც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მოგვიანებით ...

Read More »

ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში მზის პანელები დამონტაჟდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში: ტყემაკარავში, დიდვაკესა და ხინოწმინდაში მზის პანელები დამონტაჟდა. 12 ოჯახისთვის მზის პანელების მოწყობა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერით განხორციელდა. სოფლებში ბოლო 35 წლის განმავლობაში მოსახლეობას რთული რელიეფიდან გამომდინარე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. აღნიშნული დანადგარების მეშვეობით აქ მცხოვრებლები დენით , უწყვეტ რეჟიმში ისარგებლებენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, საერთო ჯამში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. 50-მდე ოჯახი კი თავიანთ სახლებს ...

Read More »

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალ ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა. სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა. ტიკარაძის თქმით, სამედიცინო ჰოლდინგში, პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. მინისტრის განცხადებით, ჰოლდინგის ფარგლებში კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი ...

Read More »

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ – აშშ-მა საქართველოს ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნისკენ უნდა უბიძგოს

ანაკლიის პორტი აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს გააღრმავებს, – ანაკლიის პორტსა და მის მნიშვნელობაზე ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშში არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ხუთი ძირითადი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, რომელზეც 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს. მასალაში ნათქვამია, რომ 2017 წელს დაიწყო აშშ-საქართველოს ერთობლივი ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც შავ ზღვაზე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიგეგმა. „2,5 მილიარდი აშშ ...

Read More »

საქართველოში დნმ-ის კოდის მონაცემთა ბანკის შექმნა იგეგმება

საქართველოში დნმ-ის კოდის მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ საუბარია საგაზაფხულო სესიისთვის მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანონშემოქმედებით გეგმაში. მთავრობა კანონმდებლობის დონეზე დნმ-ის კოდის მონაცემთა ერთიანი ბანკის ფუნქციონირების საფუძვლების გაწერას გეგმავს. აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტავს, რომ დნმ-ის კოდის ერთიანი ბანკის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს პირთა იდენტიფიკაციას, დანაშაულის პრევენციას, გახსნასა და მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. „საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ...

Read More »

ტოიოტა ცენტრი თეგეტა ერთგულ მომხმარებლებს საუკეთესო ფასებსა და პირობებს სთავაზობს

ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს სალიზინგო კომპანიის  მხარდაჭერით ტოიოტას ერთგულ მომხმარებლებს ავტომობილების შეძენის საუკეთესო ფასებსა და პირობებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში ახალი ავტომობილის შეძენა შეგიძლიათ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, პირველადი შენატანისა და გაცემის საკომისიოს გარეშე, თანამონაწილეობა 0%-დან. მომხმარებელს, აგრეთვე, შეუძლია, გაცვალოს თავისი კუთვნილი ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილი საბაზრო ღირებულებით და სხვაობის დამატებით გაიყვანოს მისთვის სასურველი მოდელის ახალი ტოიოტა. ჩაბარებული ავტომობილის საფასურს ...

Read More »

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ – აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის დროა

წლებია, რაც აშშ  საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავს, წელს  მისი გაფორმების დრო დადგა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში ხუთ ძირითად პრიორიტეტს შორის, რაზეც საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა  ყურადღება უნდა გაამახვილოს, მეორე პრიორიტეტად სწორედ  საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა არის დასახელებული. ანგარიშში წერია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – საქართველოში დღეს 77 000 ბავშვი შიმშილობს

საქართველოში დღეს 77 000 ბავშვი შიმშილობს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობისა და გაუსაძლისი გარემოს პრობლემის მოგვარება „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო. „ვაგრძელებთ ჩვენი ღია ოფისიდან ბრიფინგებს იმ ინტენსიური სასამართლო პროცესების გათვალისწინებით, რომელიც პრაქტიკულად არ გვიტოვებს დროს მუშაობის. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა არის საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობა და გაუსაძლისი გარემო, რაც შექმნილია უკვე წლების ...

Read More »

შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 60-დან 80 ევრომდე გაიზარდა

შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 60-დან 80 ევრომდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება ეხებათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ. კანონი ძალაში დღეიდან შევიდა. ცვლილების თანახმად, შენგენის ზონაში გამგზავრების მსურველებმა სავიზო აპლიკაცია 15 დღიდან 6 თვემდე ვადაში უნდა შეავსონ. ამასთანავე, პირებს, რომლებსაც შენგენის ზონის გადაკვეთის „კარგი ისტორია“ აქვთ ერთწლიანი ვიზის ნაცვლად მისი 5-წლიანი პერიოდით აღების საშუალება ექნებათ.

Read More »

2020 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6,4% შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იანვარში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.9 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ანუ ინფლაციას სამომხმარებლო კალათიდან სურსათი ...

Read More »