Home » Author Archives: George Kapanadze (page 3)

Author Archives: George Kapanadze

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი – არ მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია მომდევნო კვირების განმავლობაში შეიძლება სტაბილიზირდეს, თუ სოციალური დისტანცირების პოლიტიკა დაცული იქნება. „არა მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. არა მგონია, რომ გუშინდელ დღეს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, ახალ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით”, – განაცხადა ენდრიუ კუომომ. გუბერნატორის თქმით, სოციალური დისტანცირების პოლიტიკა და დაწესებული შეზღუდვები მუშაობენ. „როგორც ჩანს, ეპიდემიის მრუდი გაბრტყელდა. თუმცა, ყველაფერი ეს მხოლოდ მაშინ იმუშავებს, ...

Read More »

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულების გადაადგილებას მობილური ტელეფონებით გააკონტროლებენ

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულების გადაადგილებას მობილური ტელეფონებით გააკონტროლებენ. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის ხელისუფლების წევრები კორონავირუსით ინფიცირებულებს სახლიდან გასვლამდე მობილურ ნომერზე დაუკავშირდებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თურქეთის კანონმდებლობით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, მთავრობას მოქალაქეთა პირადი მონაცემებთან წვდომის უფლება, თანხმობის გარეშეც აქვს. თურქეთში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ქუჩაში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. დახურულია რესტორნები და კაფეები. თურქეთში ამჟამად კორონავირუსის 30 ...

Read More »

„გაცილებით მეტი ცხედრის ჩანთა იქნება, თუკი კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზირებას მოახდენთ“

„გთხოვთ, ნუ მოვახდენთ ვირუსის პოლიტიზირებას. ის თავის სასარგებლოდ იყენებს იმ უთანხმოებებს, რაც ეროვნულ დონეზე გაქვთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანო გებრეიესუსი აცხადებს. გებრეიესუსი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელმაც ჯანმო-ს ჩინეთის მიმართ მიკერძოებული უწოდა და ორგანიზაციას დაფინანსების შეწყვეტითაც დაემუქრა. „გთხოვთ, ნუ მოვახდენთ ვირუსის პოლიტიზირებას. ის თავის სასარგებლოდ იყენებს იმ უთანხმოებებს, რაც ეროვნულ დონეზე გაქვთ. თუკი ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCov ფონდში 100 მილიონი ჩარიცხა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც (https://stopcov.ge/ka/Fund) აისახა. მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვა ჩხეტიანმა დაადასტურა. “ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ჩარიცხა?

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. განახლებამდე თანხა 23 793 096 ლარი იყო. მართალია, ჩამრიცხველის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა.

Read More »

სილქნეტი ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციას ფასიანს ხდის – თბილისში 120, რეგიონებში კი 100 ლარი

სილქნეტი ახალი აბონენტებისთვის 2 თვის გადასახადს აუქმებს, თუმცა ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციას ფასიანს ხდის. ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაცია თბილისში 120 ლარი, ხოლო რეგიონებში 100 ლარი ეღირება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზეა განთავსებული. “სილქნეტი მომხმარებელს განახლებულ პირობებს სთავაზობს და ორი თვის სააბონენტო გადასახადს აუქმებს  სილქნეტი, ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე, ოპერატიულად მიმართავს ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რათა მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ...

Read More »

ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური გახდა

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა. დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით და საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის ...

Read More »

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკავშირი 80 მილიონ ევროს სასწრაფო საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონ ევროზე მეტს საქართველო მიიღებს. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად სულ 962 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს თანხა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 6 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდის

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ტვიტერზე დაწერა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. Thank you, 🇬🇪 ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი EBRD-თან 200 მილიონი დოლარის სვოპ ოპერაციებზე აფორმებს შეთანხმებას

საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19-ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.  ამ პროცესში, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება ცენტრალური ბანკის ერთ-ერთ ძირითადი მოვალეობაა.  დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას აქვს უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა, შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტები, რათა ფინანსურ სექტორს ...

Read More »