Home » Author Archives: George Kapanadze (page 22)

Author Archives: George Kapanadze

საქართველოს ელჩმა ბურუნდის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ბურუნდის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პიერ ნკურუსიზას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბურუნდის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. „ბურუნდის მხარის განსაკუთრებული დაინტერესება ...

Read More »

მთავრობამ „სოკარ ჯორჯია გაზს“ გაზსადენები მიყიდა

მთავრობამ „სოკარ ჯორჯია გაზს“  გაზსადენები მიყიდა, თანხის გადახდას კომპანია მხოლოდ 2027 წლიდან დაიწყებს.  გაზგამანაწილებელი კომპანიის ხელში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე გაზსადენები გადავა.   გაზსადენები ჩოხატაურის,  ხაშურის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქ  მარტვილში მდებარეობს.  გაზსადენების სანაცვლოდ კომპანიამ 6.154 მლნ ლარი უნდა გადაიხადოს, თუმცა გადახდას 2027 წელს დაიწყებს და  ეტაპობრივად გადაიხდის. თანხის გადახდის ვალდებულება 2036 წლამდეა. GBC.GE

Read More »

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ბოლო 29 წელში მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად საქართველოში შემცირდა

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ბოლო 29 წელში მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად საქართველოში შემცირდა. რადიო თავისუფლება

Read More »

აშშ-ის საელჩო – იმედგაცრუებული ვართ, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს

აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. საელჩო მოუწოდებს მხარეებს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგული. „აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, ...

Read More »

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება აკუმულატორებზე

გარემოს ეროვნული სააგენტო 11 თებერვლიდან საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას იუწყება, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურა კი მკვეთრად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დიდთოვლობა. ვინაიდან ტემპერატურა ქვემოთ იწევს, განსაკუთრებულად მნიშვენელოვანია ავტომობილის აკუმულატორზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ 10-დან 17 თებერვლის ჩათვლით, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ აქციას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი Varta-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის აკუმულატორებს ...

Read More »

EBRD-მა „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის 1%-იანი სესხი დაიხარჯება. როგორც კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, თავდაპირველად 2018 წელს EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონიანი სესხი გამოყო, თუმცა გასულ წელს გაირკვა, რომ პროექტისთვის დამატებით 10 ...

Read More »

გვსურს ჩვენი თიხიდან იწარმოებოდეს ქართული კერამიკა და მან იმპორტი ჩაანაცვლოს – თურნავა

„გვსურს, რომ საქართველოს წიაღისეული, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე არამხოლოდ მოპოვებულ იქნას საქართველოში, არამედ მისი გადამუშავებაც მოხდეს საქართველოში ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“ , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ახალი კომპონენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც წიაღისეულის ათვისების მიზნით ასი პარალელური, სალიცენზიო აუქციონის გამოცხადებას ითვალისწინებს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეულია საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღითსარგებლობის ობიექტები, რომელთა ...

Read More »

ქართველი მოსწავლეების მიერ შექმნილი „ჭკვიანი ჩაფხუტი“ ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს

თბილისის  N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მეხანძრებისთვის შექმნილი „ჭკვიანი ჩაფხუტი“ ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური მოსწავლეთა კომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა. „ჭკვიანი ჩაფხუტი“ მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება-ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.  საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს იმართება და ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად, მასში ...

Read More »

აშშ ევროპასა და ევრაზიაში, მათ შორის საქართველოში სამხედრო დახმარებისთვის $170 მილიონი გამოყოფას გეგმავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპასა და ევრაზიაში სამხედრო დახმარებისთვის 170 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რომლის მთავარი მიმღებები იქნებიან უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც თეთრმა სახლმა წარადგინა.  „ევროპასა და ევრაზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების პრიორიტეტები რუსული გავლენისა და აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაა მოკავშირეებისა და პარტნიორების სუვერენიტეტის განხორციელების და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით. ეს შესაძლებელი იქნება ნატოსა და ...

Read More »

საქართველოში შესაძლოა ტეკილას წარმოება დაიწყოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი” თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი მექსიკის შეერთებული შტატებიდან ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს (CRT) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.   მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხი განიხილეს. დელეგაციას ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს თავმჯდომარე მიგელ ანგელ დომინგო მორალესი ხელმძღვანელობდა. ლევან დავითაშვილმა საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხის და ...

Read More »