Home » Author Archives: George Kapanadze (page 21)

Author Archives: George Kapanadze

ბექა ლილუაშვილი – Fitch-ის და S&P-ის რეიტინგებით, უკვე მეორე წელია, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა

სუვერენული საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard &Poor’s -ის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანისა, როგორც გლობალური, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ასევე, უცვლელი დარჩა რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა. „აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა გააუარესა, მათ შორის არის საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი, ესტონეთი და ...

Read More »

თიბისის მხარდაჭერით იმერეთში თაფლის წარმოება ფართოვდება

საქართველოში თაფლს განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური არომატი და გემო აქვს, რაც მის წარმოებას ძალიან პერსპექტიულს და ხელსაყრელს ხდის. თაფლის წარმოება თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, ბოლო პერიოდში მეფუტკრეობას სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს იმერეთის მხარეში. გიორგაძეების საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვანის რაიონში რამდენიმე სოფელში მდებარეობს, 300 სკას მოიცავს. მეფუტკრემ წელს  შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თიბისის მხარდაჭერით თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარები შეიძინა. „დანადგარების განახლება წარმოების ...

Read More »

გიორგი ვაშაძე – გთავაზობთ გზას, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაიაფოთ კრედიტები

გთავაზობთ გზას, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაიაფოთ კრედიტები, მივაქციოთ ყურადღება დევნილებს და ვეტერანებს, სწორედ ამიტომ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. ვაშაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა, სამოქმედო გეგმები გააცნო და მთავრობაში მოსვლის მთავარ მიზნებზე ესაუბრა. „აღმშენებლობის სტრატეგიაზე ძალიან ბევრი ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, ...

Read More »

ირაკლი კუპრაძე – მოღალატეობრივი მესიჯების ადგილი აჭარაში არასდროს არ უნდა იყოს

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის” ანტისახელმწიფოებრივ ბანერზე საუბრობს და განმარტავს, რომ მოღალატეობრივი მესიჯების ადგილი აჭარაში არასდროს არ უნდა იყოს. მისი თქმით, საბანერე კონსტრუქციის მეპატრონე მოტყუებულია, რადგან მან ბანერის შინაარსი არ იცოდა. ხვალიდან კი კონსტრუქციაზე, კანონის სრული დაცვით, ერთიანი საქართველოს რუკა განთავსდება. „გუშინ ჩამოვხსენით „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ანტისახელმწიფოებრივი ბანერი. გუშინვე გავიცანი, გურამ ბოლქვაძე, ...

Read More »

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღეს თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რობერტო აზევედო დღეს თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს. იგი თანამდებობიდან ვადის ამოწურვამდე ზუსტად ერთი წლით ადრე მიდის. აზავედო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველად ოთხ წლიანი ვადით 2013 წელს აირჩიეს. 2017 წელს კი თანამდებობაზე მეორე ვადით დაინიშნა, შესაბამისად პოზიციაზე ყოფნის პერიოდი მას 2021 წლის 31 აგვისტოს ეწურებოდა. მიმდინარე წლის 14 მაისს აზევედომ დააანონსა, რომ ორგანიზაციიდან აგვისტოს ბოლოს წავიდოდა. ...

Read More »

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5,5 პროცენტით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია. 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1487 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 19-ით გაიზარდა და ამჟამად 1240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Read More »

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად შპს „ქართული აგრო პროდუქტის“ ახლად გახსნილ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც წარმოების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შპს „ქართული აგრო პროდუქტის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ...

Read More »

კალაძე – ხელისუფლების ხელშეწყობით, ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ, თავისუფალ, დაუღალავ, ენერგიულ და შეუპოვარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეზიარებით ფლორისა და ფაუნის ამ საოცრებას, ინარჩუნებთ და უფრთხილდებით წინაპართა დანატოვარს, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მოსახლეობას ქედაში, სადაც მმართველმა პარტიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარადგინა. ...

Read More »

აჭარაში წყალმომარაგება ყველაზე დიდი პრობლემაა, 2-3 წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება – გახარია

დაწყებული შუა სააუკუნეებიდან ქედა ვაჭრობისა და ქვეყნის განვითერების ერთ-ერთი ცენტრი იყო. დღეს კი ქედა იქცა ბუნების, სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის, მეღვინეობოს უნიკალური ჯიშების, ტურისზმის გავითარების ცენტრად. სტუმრებს აცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს და თითოეულ აქ მცოვრებ ადამიანს მომავლის იმედს უქმნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ...

Read More »