Home » Author Archives: George Kapanadze (page 20)

Author Archives: George Kapanadze

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, დღეს, 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი. ასევე, მსვლელობიდან მოიხსნება საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 – ხაშური – ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე. 25 დეკემბრიდან აღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

Read More »

ემუქრება თუ არა საქართველოს ლტოლვილთა ნაკადი – თურქეთმა ლტოლვილთა ახალი დიდი მასა შესაძლოა ევროპისკენ გაატაროს

თურქეთის პრეზიდენტი ისევ ევროპაში ლტოლვილების გაშვებით იმუქრება – სირიიდან კერძოდ იდლიბის პროვინციიდან თურქეთისკენ ლტოლვილების ახალი 80 ათასიანი ტალღა მიემართება, რომელსაც რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ევროპაში გადანაწილებას უმზადებს, ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს შესაძლოა ერდოღანმა მიგრანტების საკითხი რეალობად აქციოს, რადგან იგი მიიჩნევს, რომ მისმა დასავლელმა პარტნიორემბა მათი წილი ვალდებულებები არ შეასრულეს. „თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ...

Read More »

ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმების შესახებ „ფეისბუქის“ განცხადებას აუდიტის სამსახური სწავლობს

აუდიტის სამსახური „ფეისბუქის“ განცხადებას სწავლობს, რომელიც ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას ეხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აუდიტის სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის კომპეტენცია „ფეისბუქის“ განცხადების შინაარსში. „სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად „ფეისბუქის“ განცხადებას ეცნობა. სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი აღნიშნული განცხადების შინაარსში,“ – აცხადებენ აუდიტის სამსახურში. შეგახსენებთ, „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან ...

Read More »

გარდაბანში აშენებული ახალი თბოსადგური, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას, ამუშავდა

„გარდაბნის თბოელექტროსადგური – 2“ საცდელი გაშვებისა და კომპლექსური გასინჯვის რეჟიმში უკვე აწვდის ელექტროენერგიას საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მისი სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას 2020 წლის ზამთრის სეზონისათვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს. ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 181 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.300 პროცენტით, მაქსიმალური 9.430 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.418 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის ...

Read More »

აშშ-ის თავდაცვის საბიუჯეტო კანონში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა 132 მლნ აშშ დოლარს შეადგენს

აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის საბიუჯეტო კანონის სრული ტექსტი, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი, დღეს გასაჯაროვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის აქტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ს საბიუჯეტო კანონი კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით. „ამერიკის ...

Read More »

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 90 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი 5 წლის განმავლობაში, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება. “მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ეს პირველი პრეცედენტია, როცა EIB ადგილობრივი ვალუტით დააფინანსებს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორგანიზაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას ...

Read More »

ლოცვის ამარა დარჩენილი საპენსიო სააგენტო – როგორია რეფორმის პერსპექტივები

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატვების შესახებ განცხადება  9 დეკემბერს გააკეთა. “სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ ...

Read More »

2020 წლიდან, შესაძლოა, ავტომობილებზე ფასი შემცირდეს – ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

მომავალი წლიდან საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული. დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%- იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ავტომანქანებზე (ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა). თუმცა 2020 წლიდან სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე ...

Read More »

სიგარეტი ისევ გაძვირდა

ზოგიერთი დასახელების სიგარეტი თვენახევარში უკვე მეორედ გაძვირდა. საუბარია, “ფილიპ მორისის” მიერ შემოტანილ ისეთ ბრენდებზე როგორიცაა: „Philip Morris-ი“, “პარლამენტი“, „Marlboro“, „L&M-ი“ და ა.შ. აღნიშნული პროდუქციის ფასი კიდევ 20 თეთრით გაიზარდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთ თამბაქოს ჯიხურში განუცხადეს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაძვირება ყველა დასახელების სიგარეტს შეეხება. „თვენახევრის წინაც გაძვირდა Philip Morris-ის ბრენდის სიგარეტები 20 თეთრით და ახლაც ამდენითვე გაძვირდა. როგორც ვიცით, ყველა ბრენდი უნდა ...

Read More »