Home » Author Archives: George Kapanadze (page 2)

Author Archives: George Kapanadze

ჩოგოვაძე – ქუთაისის აეროპორტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი ეფექტი აქვს

ჩოგოვაძე - ქუთაისის აეროპორტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი ეფექტი აქვს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირიდან კიდევ ერთი ახალი პირდაპირი რეისი შესრულდა. პოზნანის რეისს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ. პირველ მგზავრებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე დახვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ჩოგოვაძის განცხადებით, მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ავიაკომპანიებთან, რათა ევროკავშირიდან საქართველოში დამატებითი მაღალმხარჯველი ტურისტები ჩამოვიდნენ. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია უდიდესი ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – ასაწონი თამბაქო აუცილებლად უნდა დაიბეგროს, დაბეგვრა იქნება ზომიერი

ივანე მაჭავარიანი - ასაწონი თამბაქო აუცილებლად უნდა დაიბეგროს, დაბეგვრა იქნება ზომიერი

ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს მოხდა თამბაქოს აქციზის ზრდა ფილტრიან იმპორტირების სიგარეტზე და ასევე, გაიზარდა აქციზი ე.წ. ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე, რის გამოც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა ასაწონ თამბაქოზე, რომელიც პრაქტიკულად არ იბეგრებოდა. ...

Read More »

„ეკონომიკურ პარამეტრებზე ჩვენ გაცილებით ზუსტი მონაცემები გვაქვს, „ენდიაის“ კვლევა უფრო პოლიტიკური რაკურსით არის დანახული“

„ეკონომიკურ პარამეტრებზე ჩვენ გაცილებით ზუსტი მონაცემები გვაქვს, „ენდიაის“ კვლევა უფრო პოლიტიკური რაკურსით არის დანახული“

როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობასა და სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება,ჩვენ გვაქვს გაცილებით ზუსტი მონაცემები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით. ამასთან, მინისტრი კვლევის სიზუსტეზე კომენტარისგან თავს იკავებს და ეკონომიკურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კვლევაშია მოყვანილი. „ეკონომიკური საკითხებზე, რაც მოყვანილია – სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. გაცილებით ზუსტ და კვალიფიციურ კვლევებს ატარებენ სტატისტიკის სამსახურში და ასევე სხვადასხვა უწყებებში. ...

Read More »

ბილაინი რეგიონის უმნიშვნელოვანესი რეკლამის ფესტივალის Ad Black Sea-ს პარტნიორია

ბილაინი რეგიონის უმნიშვნელოვანესი რეკლამის ფესტივალის Ad Black Sea-ს პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი Ad Black Sea 2019 -ის პარტნიორია. რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, დღეს იღებს სტარტს ბათუმში და 21 სექტემბრამდე გრძელდება. Ad Black Sea 2019 -ის ფარგლებში ბილაინი, ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩანახატების კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოების ცერმონიაზე, 21 სექტემბერს დასახელდებიან. Ad Black Sea -ს ტრადიციულად ესწრებიან ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები. წელს დამსწრეთა ...

Read More »

სკოლაში, სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა გაიზრდება

სკოლაში, სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა გაიზრდება

მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე ბევრჯერ დაანონსდა, რომ სავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება. edu.aris.ge-ს წყაროს ცნობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ადასტურებს, რომ სამინისტრო მუშაობს ახალ სარეფორმო გადაწყვეტილებაზე, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს. „ვფიქრობ, რომ მეათე კლასი ჩამოვიდეს საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება ...

Read More »

2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმები უქმდება

2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმები უქმდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოსახლეობას 2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმებისგან ათავისუფლებს. ჯარიმების საერთო რაოდენობა 22 მილიონ ლარს შეადგენს. კანონპროექტის მიხედვით, დაკისრებულ ჯარიმებს აღარ გადაიხდიან: სოციალურად დაუცველი პირები, ასაკით პენსიონერები, 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, დევნილები და მარტოხელა მშობლები. კანონპროექტი არ შეეხება მხოლოდ 2018 წლის 10 აპრილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის ...

Read More »

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაადასტურეს. ნათია მეზვრიშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი, 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.

Read More »

ჭუბერის მცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ

ჭუბერის მცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ

ჭუბერში ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს. არაჩვეულებრივი ხეობაა თავისი ბუნებრივი ტბებით, ბუნებით, რაც ტურისტებისთვის საინტერესოა, –  ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ტიტას“ მფლობელმა გია ვიბლიანმა განუცხადა. ვიბლიანი და სხვა ადგილობრივები ხეობის ტურისტულ მიმზიდველობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ ძირითადად უცხოელი სტუმრები ჰყავთ და ბევრმა ქართველმა მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ულამაზესი ხეობის შესახებ არაფერი იცის. გია ვიბლიანი, რომელსაც ნენსკრას ხეობაში ...

Read More »

McDonald’s, 19 სექტემბერს, ყველას საჩუქარს გაუგზავნის

McDonald’s, 19 სექტემბერს, ყველას საჩუქარს გაუგზავნის

გლობალური კამპანიის (McDelivery Night) ფარგლებში, „მაკდონალდს საქართველომ“ გადაწყვიტა, 19 სექტემბერს, 24 საათის განმავლობაში, ყველა მომხმარებელს, ვინც „მაკდელივერის“ სერვისით ისარგებლებს, გემრიელი საჩუქრები გაუგზავნოს. „McDelivery Night“, რომელიც საქართველოში წელს პირველად იმართება, მაკდონალდსის გლობალური კამპანიაა და 50-მდე ქვეყანაა ჩართული. კამპანიის ფარგლებში, „მაკდონალდსი“ დღე-ღამის მანძილზე მომხმარებლებს სხვადასხვა საჩუქარს სთავაზობს. აქციაში ჩასართავად საჭიროა, 19 სექტემბერს ისარგებლოთ „მაკდელივერის“ სერვისით და შეუკვეთოთ „მაკდონალდსის“ ნებისმიერი პროდუქტი Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების საშუალებით“. „მაკდონალდსი“ ...

Read More »

იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა

იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა

 იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა. ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია ნათქვამი. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. შარშან, ანალოგიურ პერიოდში 1.097 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა. შესაბამისად, ერთ წელიწადში ზრდამ 32 პროცენტი შეადგინა. საუბარია უცხოური ბანკომატებისა და პოსტერმინალების მონაცემებზე, ასევე ინტერნეტგადახდებზე.

Read More »