Home » Author Archives: George Kapanadze (page 19)

Author Archives: George Kapanadze

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0688 შეადგინა.

Read More »

„ლუკაშენკომ სამართალდამცავი ორგანოების რეზერვის ჩამოყალიბება მთხოვა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსის ხელისუფლებას დაეხმარება“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ მას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების რეზერვის ჩამოყალიბება სთხოვა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ბელარუსის ხელისუფლებას დაეხმარებოდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია „რასია 1-ის“ ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამოკავშირეო და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებები წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის, საზღვრებისა და სტაბილურობის დასაცავად დახმარებას ითვალისწინებს. „ალექსანდრ ლუკაშენკომ დააყენა საკითხი, რომ ჩვენ აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ. ვთქვი, ...

Read More »

2019 წელს სასტუმროების რაოდენობა 2,6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 1 682 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს 2.6 % აღემატება. სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.3% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.7 % – სახელმწიფო საკუთრებაში. 2019 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 76 300 შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ...

Read More »

რთველის პერიოდში, სახელმწიფო ახალგაზრდებს ღვინის საწარმოებში დაასაქმებს

რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტო არვცელებს. მათივე ინფორმაციით, 120 სტუდენტი, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეირჩა. შერჩეულ კანდიდატებს, რთველის აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა ...

Read More »

„თიბისის“ მხარდაჭერით რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს ახალ მისამართზე მიიღებს

რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. „თიბისის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით. „თიბისის“ მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს. როგორც „ზაზანოვას“ დირექტორი მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, მარტიდან ივნისამდე რესტორანი დაკეტილი იყო, კომპანიამ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მიმართა. რესტორანში 15 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება ...

Read More »

პრემიერი – ცხადდება 100 მილიონ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რომლითაც არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩება დაუსრულებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ცხადდება 100 მილიონ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რომლითაც არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩება დაუსრულებელი. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებს არამარტო თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს. „ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მილიონი ლარის საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობებს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური ...

Read More »

კალაძე: მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები

„მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები. მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტროსკუტერით, ...

Read More »

პენსიების დარიცხვა და გაცემა თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონრები პენსიის აღებას ყოველი თვეს პირველიდან 14 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, პენსიის გაცემა შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი ბანკების ფილიალებთან მობილობისა და რიგების შემცირებაა. „მოგეხსენებათ, რომ პენსიები პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს მუდმივად ბანკების ფილიალებში, განსაკუთრებით ...

Read More »

კახა კალაძე – ჭავჭავაძის გამზირის პროექტი ჩემი მოგონილი არ არის, ეს უალტერნატივო პროექტია

ხშირია საუბარი პროექტზე, რომელიც ჩვენ ჭავჭავაძის გამზირზე დავიწყეთ. ეს პროექტი ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის უალტერნატივო პროექტი და ყველა განვითარებულმა, დიდმა ქალაქმა ანალოგიური პროექტები განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროექტი არის ერთადერთი უალტერნატივო გზა „იმ პრობლემების მოგვარების, რაც ჩვენ დღეს ქალაქში გვაქვს“. ,,2012 წლამდე ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია – 1447გამოჯანმრთელებულია – 1190მათ შორის გარდაცვლილია – 19კარანტინის რეჟიმში რჩება – 5943სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

Read More »