Home » Author Archives: George Kapanadze (page 18)

Author Archives: George Kapanadze

უცნობმა პირმა, თურქეთში, მაღაზიებში მოსახლეობის ვალი გადაიხადა

უცნობმა ქველმოქმედმა, თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებში ახლომდებარე რაიონების ყველა მცხოვრებთა დავალიანება გადაიხადა – იუწყება ადგილობრივი მედია. თურქეთის ზოგიერთ ქალაქში მცირე ზომის მაღაზიებში მოსახლეობა უფულობის გამო ხშირად იღებს პროდუქტს “ნისიად,” მაღაზიის მეპატრონე კი დავალიანების სიას სპეციალურ რვეულში იწერს. “ამ დღეებში ჩემთან მაღაზიაში შემოვიდა მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი და მითხრა, რომ ადგილობრივების დავალიანების გადახდა სურდა. 12, 500 თურქული ლირის (ორი ათას ...

Read More »

ვალდებული ხართ, დაიცვათ რუსეთის დელეგაციის უსაფრთხოება – კრემლი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს

„რია ნოვოსტთან“ საუბარში, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოეწყოს პროვოკაციები. ოფიციალური მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს, შეასრულოს ვალდებულება, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ და დაიცვას იმ დელეგაციების უსაფრთხოება, რომლებიც 14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე უნდა ჩამოვიდნენ – მათ შორისაა რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც როგორც წესი, სერგეი ლავროვი თავმჯდომარეობს. საგარეო სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებით, თბილისმა თავად უნდა გაარკვიოს როგორ ...

Read More »

თსუ-ს რექტორი დასაქმებული სტუდენტებისთვის შეღავათებს ითხოვს – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, დასაქმებული სტუდენტებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს. მან პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. „უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის სრულყოფის და ეფექტური ორგანიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა იმ სტუდენტების სასწავლო-სამეცნიერო და სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართვის შეზღუდულობა, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა შუალედური და ფინალური გამოცდების მიმდინარეობისას იჩენს ხოლმე ...

Read More »

„მასწავლებლების ნაწილს გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნის საკლასო ოთახში გადატანის უნარი არ აქვთ“ – განათლების მინისტრის მოადგილე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აცხადებს, რომ მასწავლებლებს გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნის საკლასო ოთახში გადატანის უნარი არ აქვთ. „რატომ არ ვთქვით ჩვენ, რომ საქართველოში არსებულ 2083 სკოლაში, ყველა სკოლაში ერთდროულად დავიწყებთ მასწავლებლების გადამზადებას. ვამზადებთ ძალიან ბევრი წელია, მაგრამ გადამზადების შედეგად მასწავლებელმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მოიტანა. შეიძლება მოიტანა, ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მთლიანი სურათი ...

Read More »

გადაგვედება თუ არა კორონა ვირუსი ჩინეთიდან გამოწერილი ნივთებიდან? – ექიმების მოსაზრება

ჩინეთში კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად დაცულები ვართ, როდესაც ამ ქვეყნიდან სხვადასხვა ნივთს ვიწერთ. როგორც ექიმები ირწმუნებიან, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ კორონა ვირუსის გავრცელება იმპორტირებული ნივთებით შეიძლება მოხდეს. მათივე თქმით, ვირუსი რაიმე ზედაპირზე მხოლოდ რამდენიმე საათი “ცოცხლობს”, გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კორონა ვირუსი ძირითადად ვრცელდება აირწვეთოვანი გზით და არა შეხებით. ამიტომ ...

Read More »

როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და ქვეყანა სისხლში ცურავდა, კონგრესმენების გამოხმაურება არ მახსენდება – ია მეტრეველი

“მართლა სისხლში რომ ცურავდა ქვეყანა, როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და წამებით კლავდნენ, მაშინ არ მახსენდება კონგრესმენების გამოხმაურება და მხარდაჭერა”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მართლა სისხლში რომ ცურავდა ქვეყანა, როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და წამებით კლავდნენ, მაშინ არ მახსენდება კონგრესმენების გამოხმაურება და მხარდაჭერა. სწორედ დღეს, ეს კონგრესმენები, ვინც დღეს მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და ...

Read More »

ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული! არ შეიძლება ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ – ია მეტრეველი

„ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული, არ შეიძლება ესენი ესე თავისუფლად ბოგინებდნენ ქუჩებში, ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ია მეტრეველის განცხადებით, „საზოგადოება ერთიანია და არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას”. „არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე რაც დამნაშავე, კრიმინალ, თაღლით ქალაქის ყოფილ მერ უგულავასთან დაკავშირებითაა ატეხილი,რომელმაც მთელი ეს ...

Read More »

პროფკავშირების ინფორმაციით, ტვ „იბერიას” თანამშრომლებისათვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდას და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ. „დავა ერთი წელია გრძელდება. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაანთავისუფლეს. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000,00 ლარი შეადგინა. „იბერიას“ ყოფილი 33 ...

Read More »

„სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის. ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ „სმარტი“ აქტიურად ავითარებს ქსელს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში და მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს  უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად, „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს ...

Read More »

ქვეყანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვალით არსებობს

მოსახლეობის 2/3-ს ვალის გარეშე ცხოვრება აღარ გამოსდის. მიუხედავად მრავალგვარი ფინანსური რეგულაციებისა და სესხებზე ხელმისაწვდომობის გამკაცრებისა, ვითარება უფრო მძიმდება. საქართველოში 1.8 მლნ ადამიანს აქვს აღებული 19 მლრდ ლარის სესხი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 66% ვალით ცხოვრობს, ხოლო საშუალოდ ერთი ადამიანის სესხი 10 ათასი ლარია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტზე დაყრდნობით, “თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი” ავრცელებს. ფონდის ...

Read More »