Home » Author Archives: George Kapanadze (page 12)

Author Archives: George Kapanadze

თბილისის ქუჩებში მიტოვებულ ავტომანქანებს სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ

თბილისის ქუჩებში წლების განმავლობაში მიტოვებულ ავტომანქანებს, შესაბამისი კანონი დაარეგულირებს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი მსგავსი ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს. „ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ ცვლილებებს იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომლებიც წლების განმავლობაში მუნიციპალურ ტერიტორიაზეა განთავსებული, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა მოიპოვოს სამართლებრივი მექანიზმი და უფლება, რომ მსგავსი ...

Read More »

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს ე.წ. მოთხოვნებს არ შეასრულებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ხელისუფლება ევროპის საბჭოს ე.წ. მოთხოვნებს არ შეასრულებს. ალიევის თქმით, “ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აზერბაიჯანის არჩევნების შეფასებას მიკერძოებულად უდგება”. “ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ზოგიერთი ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ნეგატიურ შეფასებას. ზოგჯერ ეს დასკვნა არჩევნების ჩატარებამდე მზადდება, არა ორგანიზაციაში, არამედ სხვა ადგილას. ალიევის განცხადებით, “9 თებერვალს აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს რეფორმების გაგრძელებას”. ...

Read More »

20 მილიონის ინვესტიცია ბათუმის პორტში – ამერიკული კორპორაცია Trammo პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების და საქართველოში ...

Read More »

იანვარში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 29 მილიონი დოლარით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან 193 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს, 17.6 პროცენტით, ანუ 29 მილიონი დოლარით აღემატება. უწყების ცნობით, გასული წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 164 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

Read More »

ლექვინაძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა, სამართლიანი კონკურენციის პირობები მკაცრად იყოს დაცული

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის თემატიკით დაინტერესებული საკონსულტაციო კომპანიების, სამეცნიერო წრის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. „2014 წელს საქართველოს პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცებით შექმნა და საფუძველი ჩაუყარა უწყებას, რომელიც ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს. სწორედ ექვსი წლის წინ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და რეფორმების ეფექტიანად გატარების გზით იწყება ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრირების პროცესი. ახლახან გამოქვეყნდა ღრმა და ...

Read More »

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება – დარგის შესუსტება ნატურალური პროდუქციის დეფიციტს ქმნის

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება – დარგის შესუსტება ნატურალური პროდუქციის დეფიციტს ქმნის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მცირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს 2015 წელთან შედარებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ერთბაშად 113 ათასით შემცირდა. აღნიშნული პერიოდიდან, ანუ 2015 წლიდან, პირუტყვის რაოდენობა კლებითი ტრენდით ხასიათდება. 2015 წელს – 992.1 ათასი, 2016 წელს 962.7 ათასი, 2017 წელს ...

Read More »

ზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

მიმდინარე წელს ზემო ფონიჭალაში, სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს მოქალაქის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კრწანისის გამგეობისთვის 2018-2019 წლებში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. „ორი წლის განმავლობაში შევძელით, დაახლოებით, 3 ჰექტარი რეკრეაციული სივრცის შექმნა. მოსახლეობას გასულ წელს ამავე ფორმატში დავპირდით, ზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსის ...

Read More »

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამის თაობაზე ინფორმაცია ზაქარია ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ თავად დაუდასტურა. შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა.

Read More »

ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1016-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2,478-ით გაიზარდა და, საერთო ჯამში, 42,638-ი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

Read More »

„მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის ექსკავაციის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9.6 კილომეტრია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი. გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო, მოცემული ფაზის დასრულებით მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მტკვარი ჰესის სადაწნეო გვირაბის საშუალებით წყლის დერივაცია მტკვარი ჰესის სათავე ნაგებობიდან ჰესის შენობაში მოხდება, სადაც ტურბინების საშუალებით ელექტროენერგია გამომუშავდება. მტკვარი ჰესის პროექტი ...

Read More »