Home » Author Archives: George Kapanadze (page 11)

Author Archives: George Kapanadze

“ჯიპიაი ჰოლდინგი” სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კომპანიას სადაზღვევო ბაზრის 20,62% უჭირავს.2020 წლის 6 თვეში კომპანიის მოზიდული პრემია  74 087 033 მლნ. ლარია. “ჯიპიაი ჰოლდინგი” კვლავ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა  2020 წლის 6 თვის ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი უჭირავს – 20,62%.  ჯიპიაი ლიდერია მოზიდული პრემიის რაოდენობითაც, კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში 74 087 033 ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პლატფორმა – FinEdu.Gov.Ge – შექმნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საზოგადოებას ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა – FinEdu.gov.ge წარუდგინა.  FinEdu.gov.ge ზე თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სასარგებლო რჩევები, კალკულატორები, პუბლიკაციები, ბროშურები, თემატური სახელმძღვანელოები და ბლოგი. აღსანიშნავია, რომ FinEdu.gov.geმომხმარებელს მიუკერძოებელ და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის ინფორმაციას აწვდის. ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა, დაინტერსებული მხარეების ჩართულობითა და მხარდაჭერით, არაერთი პროექტი თუ ...

Read More »

რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთას ეხება

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ხუთი ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“-ტესტის პასუხი, ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ „პისიარ“-ტესტირება (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს ...

Read More »

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა“ და „კია მოტორს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 სექტემბერს, „კია მოტორს ჯორჯიას“ შოურუმში, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა“ და „კია მოტორს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ და „კია მოტორს ჯორჯიას“ დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიები მომხმარებლებს არაერთ ერთობლივ აქციას, კამპანიას, სიახლესა და სიურპრიზს შესთავაზებენ. რამდენიმე აქცია კომპანიის დირექტორებმა მემორანდუმის ხელმოწერის დღესვე გააჟღერეს. შეთანხმების შედეგად, მომხმარებელი, რომელიც „კია მოტორს ...

Read More »

„რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში გადამუშავებულია 40 ათას ტონამდე ყურძენი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 40 ათას ტონამდე ყურძენი – 28 ათასი ტონა რქაწითელი, 8 ათასი ტონა საფერავი, 1,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სააგენტოს ცნობით, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები ოპერატიულად არეგულირებენ ღვინის საწარმოებთან ...

Read More »

„თავისუფალმა საქართველომ“ ახალი კამპანია – „შეიძინე ქართული“ დაიწყო

„თავისუფალი საქართველო“ ქართული პროდუქციის შექმნის მხარდასაჭერ, სრულიად ახალ კამპანიას იწყებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ შემდეგ, „თავისუფალი საქართველო“ ნოვატორული ინიციატივით გამოდის, რაც საქართველოში, მეჩაიეობის დარგის რეაბილიტაციასა და მის განვითარებას გულისხმობს. პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, „თავისუფალმა საქართველომ“ კომპანია „ტყიბულის ჩაი“-სთან, უკვე გააფორმა შეთანხმება, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქართული ჩაის დისტრიბუციას უახლოეს მომავალში დაიწყებს. „ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში ათასობით ჰექტარი ...

Read More »

2020 წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტი 14.7%-ით, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 14.7%-ით, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (14.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. ...

Read More »

“Carlsberg შემოდიოდა საქართველოში და ამას ხელი შეუშალა სახელმწიფომ…იმ საღამოს დამაკავეს”

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ გასულ წლებში ზოგიერთმა “ვაი სახელმწიფო მოხელემ” საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციების შემოსვლას შეუშალა ხელი. ამის შესახებ მან Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა. ბიზნესმენი იხსენებს 2 შემთხვევას – 2014 და 2015 წლებში, როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი ლუდის წარმოებაში Carlsberg საქართველოში შემოდიოდა და “ზედაზენში” აპირებდა თანხის ჩადებას. ჩოჩელის თქმით, 2015 წელს ასევე აპირებდა შემოსვლას “ბარამბოში” არგენტინული კომპანია Arcor. “2014 წლის ...

Read More »

ცეზარ ჩოჩელი – რეალურად, წარმოების განვითარებისთვის ძალიან ცოტა კეთდება

“არ ვიცი ოფიციალურად როდის გავაკეთებ განცხადებას“, – ამის შესახებ ცეზარ ჩოჩელმა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა. საქმე ისაა, რომ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის პოლიტიკაში წასვლის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის „ქართული ლუდის კომპანიაში“ 10 აგვისტოს დაუდასტურეს, თუმცა ბიზნესმენს ჟურნალისტებთან კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. გადაცემა Forbes Talks-ის წამყვანის გიორგი ისაკაძის კითხვაზე კი, ბიზნესმენს ესაუბრებოდა ის თუ პოლიტიკოსს, ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა: „დღეს არ ვიცი ოფიციალურად ...

Read More »

ისრაელი და ებრაელი ხალხი არის საუკეთესო მაგალითი და იდეალური პროექტი საქართველოსთვის – ირაკლი გოგავა

“საერთოდ ვთვლი, რომ ისრაელი და ებრაელი ხალხი არის საუკეთესო მაგალითი და იდეალური პროექტი საქართველოსთვის. ისრაელი ახერხებს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ: იყოს დასავლეთის მოკავშირე და ყური არ უგდოს დასავლეთის რჩევებს, თუ ეს რჩევა მის ეროვნულ ინტერესს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” გოგავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “დღეს თეთრ სახლში ხელი მოეწერება სამშვიდობო ...

Read More »