Home » Author Archives: George Kapanadze

Author Archives: George Kapanadze

“ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან“

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს მსოფლიო ეკონომიკა, პოლიტიკა და რაც მთავარია, მედიცინის არაერთი დარგი. 2017 წელს, ჯანმო-ს ...

Read More »

თავშეყრის ადგილებში პირბადის არ გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდება

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ახალი საკანონდებლო ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით შემუშავება დაავალა, რომელიც მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და სხვა უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს. ...

Read More »

ჩინეთი – რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს გაატაროს ზომები, რათა ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვაკვირდებით უკანასკნელ მოვლენებს, რომელიც ფლოიდის სიკვდილს უკავშირდება. შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ძაო ლიჟიანმა. მისი თქმით, აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაცია სოციალური დაავადებაა, რაც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ძაო ლიჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები ...

Read More »

ეროვნული ბანკის ახალი პროგრამის თანახმად, კომერციული ბანკები სებ-ში ბიზნეს სესხებს დააგირავებენ

პანდემიის გავრცელების შეჩერების წარმატებული ღონისძიებების პარალელურად, პრიორიტეტული ხდება ეკონომიკაზე მისი ნეგატიური გავლენის შემსუბუქება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, შეუფერხებლად გააგრძელონ კომპანიებისა და მეწარმე ფიზიკური პირების დაკრედიტება და ამასთან, ლიკვიდობის რისკების გამო არ გაძვირდეს სასესხო რესურსები. „ამის გასანეიტრალებლად, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ნაღდი და უნაღდო ლიკვიდობა ...

Read More »

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა კარანტინის წესების დარღვევის გამო ჯარიმა გადაიხადა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლუდოვიკ ორბანმა კარანტინის წესების დარღვევის გამო ჯარიმა გადაიხადა. საქმე ეხება სიციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოს, სადაც რუმინეთის მთავრობის მეთაური სხვა მინისტრებთან ერთად დახურულ შენობაში ზის, ნიღაბი არ უკეთია და სიგარეტს ეწევა. პირბადე არც სხვა მინისტრებს უკეთიათ. მოგვიანებით, ლუდოვიკ ორბანმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დარღვევის გამო ჯარიმის სახით 600 ევრო გადაიხადა. მისივე თქმით, ფოტოსურათი 25 მაისს არის გადაღებული, როდესაც მას დაბადების ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – ხუთზე მეტი ადამიანის შეკრებისას, პირბადე გარე სივრცეშიც აუცილებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღონისძიებების შემსუბუქებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაითავისონ. „შემსუბუქების პერიოდში, ჩვენ კიდევ ერთხელ, ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი, თითოეულის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჩვენ თითოეულმა უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ძალიან კარგია, რომ აქ ვინც ბრძანდებით, ხართ პირბადეებით, რადგან ბევრნი ხართ და არ გაქვთ დაცული 2-მეტრიანი დისტანცია. კარგია, რომ პირბადეს იყენებთ და უმრავლესობა სწორად იყენებთ. ყველას მოვუწოდოთ, ...

Read More »

რუსეთმა ლიდერობა დაკარგა – თურქეთში გაზის მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანი გახდა

რუსეთმა თურქეთის ბაზარზე იმპორტირებული გაზის მოცულობის მხრივ პოზიციები დაკარგა. თურქეთის ენერგეტიკის მარეგულირებლის – EPDK-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული გაზის დიდი წილი ახლა აზერბაიჯანზე მოდის. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მარტში რუსულ გაზს თურქულ ბაზარზე 32,55% ეკავა, წელს კი ეს მაჩვენებელი 9,89%-მდე შემცირდა. ლიდერის პოზიცია თურქეთში გაზის ექსპორტთან დაკავშირებით ამჯერად აზერბაიჯანმა დაიკავა. თურქეთში ექსპორტირებული გაზის 23,45% აზერბაიჯანზე მოდის, 19,95%-ით მეორე ადგილზეა ...

Read More »

თემურ ბასილია – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აშშ-ის მსგავსი არეულობა მოსალოდნელია საქართველოშიც

“ასეთი არეულობები მოსალოდნელია საქართველოშიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც არჩევნებში დამარცხებული ჯგუფები შეეცდებიან “მოპარული” ხმების “დაცვის” საბაბით ქუჩაში თავისი მომხრეების გამოყვანას და არეულობების მოწყობას”, – ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ფინანსისტი, თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს. “აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის მერმა ქ. ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) გამოაცხადა კომენდანტის საათი ღამის 11 საათიდან დილის 6 საათამდე. წესრიგის დასაცავად გამოყვანილია ეროვნული გვარდიის შენაერთი, რომელიც უნდა ...

Read More »

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერით მთავრობა ადგილობრივ წარმოებასაც დაეხმარება – ირაკლი როსტომაშვილი

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. “არსის” ინფორმაციით, იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების გადაწყვეტილებამ გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია და არაერთი მოსაზრება გაისმა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. კერძოდ, მთავრობის 28 მაისის გადაწყვეტილება, ლარში აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხულ საბანკო გადასახადიდან 4%-ის სუბსიდირებას ითვალისწინებს 5 წლის განმავლობაში. საუბარია ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის ბოლომდე დაიდება. თვალსაჩინოებისთვის, თუ მსესხებელი ბანკიდან ...

Read More »

გოგიტა თოდრაძე – ვემხრობი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის სიღარიბის ზღვარის მაჩვენებლით ჩანაცვლებას

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. გოგიტა თოდრაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია საარსებო მინიმუმის დათვლასთან დაკავშირებით და ეს მაჩვენებელი რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნაში გაიანგარიშება. მისივე თქმით, მომხრეა, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ მაჩვენებლით ჩანაცვლდეს. ...

Read More »