Home » Author Archives: bachana jincharadze (page 3)

Author Archives: bachana jincharadze

ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ასტანას ნურსულთანი დაერქვას

ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ასტანას ნურსულთანი დაერქვას

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას დღეიდან ასრულებს, ინიციატივით გამოდის, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას. “საჭიროდ მიმაჩნია, უკვდავყოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახელი. ჩვენი დედაქალაქი მის სახელს უნდა ატარებდეს და ნურსულთანი უნდა ერქვას”, – განაცხადა ტოკაევმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელიც ძალაში დღეიდან შედის.

Read More »

შპს „მეტრა დეველოპმენტი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „მეტრა დეველოპმენტი“ განცხადებას ავრცელებს

როგორც შპს „მეტრა დეველოპმენტისთვის“ გახდა ცნობილი, „მეტრა-პარკი“-ს მაცხოვრებლების ჯგუფი, რომელიც უკვე ერთი წელია კომპანიის დისკრედიტაციით არის დაკავებული, გეგმავს ახალი შემართებით განაგრძოს ქალაქ თბილისის მერიის შანტაჟი. კერძოდ, მას შემდეგ რაც, კომპანიამ შეათანხა პროექტი და მიიღო მშენებლობის ნებართვა, აღნიშნული ჯგუფის ლიდერები აქტიურად ეკონტაქტებიან კომპლექსის მაცხოვრებლებს, თავიანთი უსაფუძვლო და ცილისწამებით სავსე განცხადებებზე ხელმოწერების მოსაპოვებლად. ამასთან ერთად იგეგმება მედიის სხვადასხვა წარმომადგენლების მოწვევა, რომელიც მიზნად ...

Read More »

გიორგი ქობულია – საქართველოდან საქონლის გატანა ჯერ კიდევ ძვირი ჯდება

გიორგი ქობულია - საქართველოდან საქონლის გატანა ჯერ კიდევ ძვირი ჯდება

ჩვენ კომპანიებს ჯერჯერობით არ აქვთ შესრულებული ის მოთხოვნები, ნაწარმოები საქონლის ხარისხზე და უსაფრთხოებაზე, რომელსაც გვიყენებს ევროკავშირი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენების შესაძლებლობების კომენტირებისას განაცხადა. როგორც ქობულიამ აღნიშნა, ამ საკითხებზე ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალსტრომთან ისაუბრა. „განვსაზღვრეთ რამდენიმე დაბრკოლება, რომელიც ჩვენ კომპანიებს გააჩნიათ იმისთვის, რომ ბოლომდე აითვისონ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალი. ...

Read More »

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეციალური მიმართვისას განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება მოვიხსნა”, – განაცხადა ნაზარბაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, კასიმ ჟომარ ტოკაევი შეასრულებს. შეგახსენებთ, ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. 2015 წელს ის მეხუთე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

Read More »

ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას შუამავლობას უარყოფს

ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას შუამავლობას უარყოფს

ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას შუამავლობას უარყოფს. ამის შესახებ “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჟურნალისტებს განუცხადა. “ჩემ შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრული არასერიოზულობა”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სასტუმრო “ბილტმორში” ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ...

Read More »

შეადარეთ საქართველოში არსებული წამლები ამერიკულსა და ევროპულს

შეადარეთ საქართველოში არსებული წამლები ამერიკულსა და ევროპულს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საკუთარ ვებ გვერდზე: http://www.ugma.ge/ge/ — ამერიკის შეერთებულ შტატებში დაშვებული და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული მედიკამენტების საძიებლების ბმულებს აქვეყნებს. აღნიშნული საძიებელი ბმულით, მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი ღილაკის მეშვეობით გადავიდნენ შესაბამის ბმულებზე და მოძებნონ ის მედიკამენტები, რომელთა გამოყენებაც ხდება აშშ-სა თუ ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება ამ ბაზის საშუალებით შედარება გააკეთონ საქართველოს ბაზარზე არსებულ წამლებსა და აშშ-სა და ევროკავშირის ...

Read More »

3 ცათამბჯენი „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად – მერია „ალიანს სიტის“ პროექტს საჯაროდ განიხილავს

3 ცათამბჯენი „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად – მერია „ალიანს სიტის“ პროექტს საჯაროდ განიხილავს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 მარტს, 15:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #25] გაიმართება კომპანია „ალიანს სიტის“ სამშენებლო პროექტის საჯარო განხილვა. ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად, კომპანია „ალიანს სიტი“ სამი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, კომპანია ერთ ...

Read More »

თემქაზე მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევაა

თემქაზე მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევაა

თემქაზე მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევაა სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა თემქაზე მე-3 მიკრორაიონის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ გამოუწვევია ნგრევა და არ მოჰყოლია მსხვერპლი. აღნიშნული მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. „ყაზტრანსგაზ ...

Read More »

საქართველოდან ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5,1%-ით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5,1%-ით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი ერთი წლის განმავლობაში 13,2%-ით გაიზარდა, თუმცა რეექსპორტის გარეშე ზრდა მხოლოდ 5,2%-ს შეადგენს. მთლიანობაში ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 505 მლნ დოლარი შეადგინა, რეექსპორტი 342.6 მლნ დოლარია. მცირედით, 0,1%-ით შემცირდა იმპორტი და 1,234 მლრდ დოლარია. “საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,74 მლრდ დოლარი შეადგინა, 3.6%-ით ნაკლები ვუიდრე 2018 წლის იანვარ-თებერვალში. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი 729.8 მლნ დოლარია ...

Read More »

მსოფლიოს უდიდესი ქალაქები, სადაც 80 წლის შემდეგ ადამიანები ვეღარ იცხოვრებენ

მსოფლიოს უდიდესი ქალაქები, სადაც 80 წლის შემდეგ ადამიანები ვეღარ იცხოვრებენ

კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე მეცნიერე-ბი ბევრს საუბრობენ. ძლიერი ქარი, კატასტროფული შედეგების მომტანი წყალდიდობები და გვალვები სულ უფრო საშიშ სახეს იღებს. კლიმატური ცვლილებების სამთავრობოთაშორისო პანელმა ივარაუდა, რომ 2040 წლისთვის ტემპერატურის მატებას მძიმე შედეგები მოყვება, სა-უკუნის დასასრულს კი პლანეტის რამდენიმე ნაწილში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. მეცნიერებმა დაასახელეს 10 ქალაქი, სადაც 2100 წლისთვის ადამიანები ცხოვრებას, დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ. 2100 წლისთვის მაიამიში 3.3 ...

Read More »