Home » Author Archives: bachana jincharadze (page 10)

Author Archives: bachana jincharadze

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში, სამსახურში სექსუალური შევიწროება პრობლემას წარმოადგენდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში, სამსახურში სექსუალური შევიწროება პრობლემას წარმოადგენდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანას შორის საქართველოცაა შეფასებული. ანგარიშში საუბარია საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, ადამიანთა უფლებების დაცვაზე, ასევე ოჯახურ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაზე. აშშ-ს შეფასებით, “დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს „სამხრეთ ოსეთში” ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად შესვლის უფლებას არ აძლევს “. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში კანონმდებლობა ...

Read More »

„საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკა გაუმჯობესებასა და დახვეწას საჭიროებს“

„საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკა გაუმჯობესებასა და დახვეწას საჭიროებს“

“კორპორაციული მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტის დამკვიდრება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორების მოზიდვას ცდილობს”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კონფერენციაზე “დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში”. “დამოუკიდებელი დირექტორების არსებობა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოში პირდაპირ კავშირშია კომპანიის რისკების შემცირებასთან და ამაღლებს მის გამჭვირვალობას ინვესტორთა თვალში. მათი როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფინანსო და საბანკო სფეროში”, – აღნიშნა ...

Read More »

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი სრულად განაახლა და ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპს ხვალ, 15 მარტს განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას 15 მარტს, დღის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: სამტრედიის, აგლაძის, ყიფიანის და ...

Read More »

რა თანხას ხარჯავენ საქართველოში კაზინოებში და ონლაინ თამაშებზე – „შანგრი ლას“, „კრისტალბეთისა“ და „აჭარაბეთის“ მოგება-შემოსავლები

რა თანხას ხარჯავენ საქართველოში კაზინოებში და ონლაინ თამაშებზე - „შანგრი ლას“, „კრისტალბეთისა“ და „აჭარაბეთის“ მოგება-შემოსავლები

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა 6 წელიწადზე მეტია „დროში გაიჭედა“. ამ დროს კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. მათ შორის, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და 2017 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს ...

Read More »

ელიავას, ისნისა და ელმავალმშენებელთან არსებული ავტობაზრობების ბედი სასწორზეა

ელიავას, ისნისა და ელმავალმშენებელთან არსებული ავტობაზრობების ბედი სასწორზეა

დედაქალაქში მეორეული საბურავებითა და ავტონაწილებით ვაჭრობა დაჯარიმდება. პირველ ჯერზე ფიზიკური პირი 500, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. მაქსიმალური სანქცია 6000 ლარს შეადგენს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, კანონის ამოქმედება ქვეყანაში ათასობით ადამიანს სამუშაო ადგილის გარეშე დატოვებს. გენგეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს ელიავას, ისნისა და ელმავალმშენებელი ქარხნის მიმდებარედ არსებული ავტონაწილების ბაზრობების გადატანა. თბილისში მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა ...

Read More »

,,ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთში”

,,ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთში"

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო პარლამენტებს შორის თანამშრომლობას როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის არარატ მირზოიანის განცხადებით, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია, რადგან ეს ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის და დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, სულიერ ღირებულებებზე და ძალიან აქტიურია ყველა სფეროში. ,,ტრადიციულად, ჩვენ ...

Read More »

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის ინიციატივით, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ უზრუნველყონ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ერთობლივად მოახდინონ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაცია. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თამჯდომარე ავთანდილ კასრაძემ, სსუ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ საჯარო ...

Read More »

14 მარტს თბილისში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

14 მარტს თბილისში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

14 მარტს თბილისში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება კონფერენცია „რესპუბლიკას“ სივრცეში (პირველი რესპუბლიკის მოედანი №6) 09:00-დან დაიწყებს მუშაობას.  ღონისძიებაზე ქართული და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების პირველი პირები საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე, ბაზრის ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სისტემაში საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებენ. კონფერენციის მთავარი თემა საქართველოში ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოსალოდნელი ამოქმედება იქნება. კონფერენციას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ...

Read More »

ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქალაქების TOP10-დან 3 შვეიცარიული და 3 გერმანული ქალაქია

ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქალაქების TOP10-დან 3 შვეიცარიული და 3 გერმანული ქალაქია

ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქალაქების TOP10-დან 3 შვეიცარიული და 3 გერმანული ქალაქია მაღალკვალიფიცური კადრების მოზიდვა კომპანიებს უადვილდებათ თუ ქალაქში, სადაც ისინი უნდა დაასაქმონ ცხოვრებისათვის კარგი პირობებია. ამის შესახებ BusinessInsider-ი წერს. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mercer-მა კვლევა ჩაატარა მსოფლიოს 230 ქალაქში, რათა დაედგინა იმ ქალაქების სია, სადაც ცხოვრების საუკეთესო ხარისხია.  კომპანიამ იხელმძღვანელა შემდეგი კრიტერიუმებით –  საცხოვრებელი პირობები, განათლება, საზოგადოებრივი მომსახურება და ტრანსპორტი, ბუნებრივი ...

Read More »

„თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთის შეძენის პროცესი 2007 წლიდან დავიწყე და არსად თქმულა, რომ იქ რაიმე შეზღუდვა არსებობდა”

„თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთის შეძენის პროცესი 2007 წლიდან დავიწყე და არსად თქმულა, რომ იქ რაიმე შეზღუდვა არსებობდა”

სრულიად ვიზიარებ მერის განცხადებას, არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი არის ქალაქის ინტერესი”, – ასე ეხმაურება დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, თაბორის #1 სასტუმროს მშენებლობა მისაღები არ არის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბექა ოდიშარიამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სხვადასხვა არასწორი და ზოგჯერ დამახინჯებული ინფორმაცია და თბილისის მერს, „რეალობის წარმოჩენისთვის“ მადლობას უხდის. „მე არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი არის ქალაქის ინტერესი და ყველამ საკუთარი ...

Read More »