Home » Author Archives: Andria Gvidiani

Author Archives: Andria Gvidiani

მურთაზ კიკორია: საბანკო საქმე უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვახსოვს

მურთაზ კიკორია: საბანკო საქმე უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვახსოვს

როვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დაკრედიტების ბაზარზე დიდ ცვლილებებს აანონსებს. მურთაზ კიკორიამ TV პირველზე, „ანალიტიკაში“  განაცხადა, რომ არასაბანკო მიმართულებით უზარმაზარ ველს ხედავს. ამბობს, რომ საბანკო საქმე და დაკრედიტება  დიდი ცვლილებების წინაშეა, Fintech  და ტექნოლოგიური ცვლილებები კი, ძალიან მალე სრულიად სხვა თამაშის წესებს შემოიტანს ბაზარზე, სადაც ბანკები დომინანტის როლში აღარ იქნება. „საბანკო საქმე უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვახსოვს. უზარმაზარ ველს ვხედავ ...

Read More »

Subway ბათუმსა და ქობულეთში კიდევ 2 ობიექტის გახნას გეგმავს

Subway ბათუმსა და ქობულეთში კიდევ 2 ობიექტის გახნას გეგმავს

ბათუმში გახსნილი Subway-ის რესტორნის ნავაჭრმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამერიკული ბრენდი თბილისის ფარგლებს პირველად გასცდა და ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც ”ფორტუნას” ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გივი ორდენიძემ განუცხადა, Subway-ის პირველი რესტორანი ბათუმში 12 ივნისს სავაჭრო ცენტრ ”ბათუმი მოლის” შენობაში გაიხსნა და 20-ამდე ადამიანი დაასაქმა. ინვესტიციის სახით კი აქ ნახევარი მილიონი ლარი ჩაიდო. ”რესტორანი ამ ერთი თვის განმავლობაში ისეთი დატვირთვით ამუშავდა და ...

Read More »

საფრანგეთში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

საფრანგეთში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

საფრანგეთი 2040 წლისთვის ქვეყანაში შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას გეგმავს, ამის შესახებ ქვეყნის ახლადარჩეულა ეკოლოგიის მინისტრმა ნიკოლა ულომ განაცხადა. მან ქვეყნის ეკოლოგიური განვითარების 5 წლიანი გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ ტრადიციული საწვავის გამოყენებაზე უარის თქმა რევოლუციური ნაბიჯია.  მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ავტომწარმოებლებისთვის ეს მოთხოვნა ადვილი არ იქნება, თუმცა უკვე ბევრმა მწარმოებელმა დაიწყო შიგაწვის ძრავიდან ელექტრონულ ძრავაზე გადასვლის პროცესი. ამასთან, მინისტრმა ...

Read More »

„კარფურში“ ზოგიერთ ტკბილეულს სიძველის გემო და ნავთობპროდუქტების არომატი აღმოაჩნდა

„კარფურში“ ზოგიერთ ტკბილეულს სიძველის გემო და ნავთობპროდუქტების არომატი აღმოაჩნდა

ლაბორატორიაში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კარფურში, ნაყიდ „სანდომი ვაფლსა“ და „GEO BACKERS“-ის ნამცხვარს სიძველის გემო და სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (momxmarebeli.ge) ავრცელებს. საუბარია, „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურის“ ფილიალში შეძენი პროდუქციაზე. momxmarebeli.ge-ს ცნობით, მომხმარებელმა 24 ივნისს „ფეისბუქის“ გვერდზე ცენტრს დაფარული საჩივარი გაუგზავნა და „თბილისი მოლში“ მდებარე მაღაზია „კარფურში“ გასაყიდი ნამცხვრების შემოწმება სთხოვა. „საჩივრის ...

Read More »

ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას იწყებს

ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას იწყებს

7 ივლისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაციას იწყებს. აღნიშნული მონეტის გამოშვებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას, სადაც საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა – მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მასპინძელია. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით ...

Read More »

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს დღეს პირველად შეხვდებიან

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს დღეს პირველად შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დღეს პირისპირ პირველად შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება. როგორც BBC წერს, ტრამპსა და პუტინს სურვილი აქვთ, აშშ-სა და რუსეთს შორის სირიისა და უკრაინის კრიზისის შედეგად დაზიანებული კავშირები ისევ აღდგეს. დიდი ოცეულის სამიტამდე, ჰამბურგში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პოლიციის 76 ოფიცერი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ სამიტის პარალელურად ...

Read More »

8, 9 და 10 ივლისს ბათუმში არტ-ფესტივალი ,,არგანი’’ ჩატარდება

8, 9 და 10 ივლისს ბათუმში არტ-ფესტივალი ,,არგანი’’ ჩატარდება

Batumi ArtFest “ARGANI”                                                  2017 წლის 8 ივლისს, ბათუმში არტ ფესტივალი,,არგანი’’/Batumi ArtFest “ARGANI” აიღებს სტარტს. სამი დღის განმავლობაში 6 მაისის პარკი  ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც  მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს ,ფოტოგრაფებს, მოქალაქეებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს გააერთიენებს. აქ თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერ-კლასებს, შოუ-პროგრამებს, რომლებიც  საოცარ ხელოვნებას შემოგთავაზებენ  და სილამაზის სამყაროში ...

Read More »

ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის ოფიციალური სარეზერვო აქტივები 2 მილიარდ 956 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს 2013 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 2,753 მილიარდი დოლარია, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 203 მილიონ დოლარს შეადგენს. რეზერვები, 2016 წლის 31 დეკემბერთან შედარებით, 200 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული ტრანშით და სავალუტო აუქციონებზე ...

Read More »

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება

კვარიათში ახალი სასტუმრო კომლექსის „თვინ თაუერსის“ მშენებლობა დაიწყო. სასტუმროს მშენებლობის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. ზურაბ პატარაძის თქმით, პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „რეგიონში 30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, რაც რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ინვესტიცია ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას. დასაქმდება 500-მდე საქართველოს მოქალაქე. მომავალში მრავალი პროექტი იქნება დაანონსებული ...

Read More »

გზა ეკონომიკური სიდუხჭირიდან სუიციდამდე

გზა ეკონომიკური სიდუხჭირიდან სუიციდამდე

წელიწადში, დაახლოებით, 40 000 ადამიანი იკლავს თავს უმუშევრობის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანი ჩადის  სუიციდს,  რაც  ნიშნავს  იმას, რომ  წელიწადში  ყოველი 100 000 ადამიანიდან 16 სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ან ყოველ 40 წამში 1 ადამიანი თავს იკლავს. სუიციდი სიკვდილის მიზეზთა პირველ ათეულში სახელდება. მისი გამომწვევი მიზეზი შეძლება იყოს ბიოლოგიური ან სოციალური ფაქტორი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ...

Read More »