Home » საზოგადოება » აუდიტის სამსახურმა შემოსავლების სამსახურს რამდენიმე ნაკლოვანება გამოუვლინა
აუდიტის სამსახურმა შემოსავლების სამსახურს რამდენიმე ნაკლოვანება გამოუვლინა

აუდიტის სამსახურმა შემოსავლების სამსახურს რამდენიმე ნაკლოვანება გამოუვლინა

აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ძირითადი აქტივების მართვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის შედეგად რამდენიმე ნაკლოვანება გამოვლინდა.

„2016-2017 წლებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებულ 10 ხელშეკრულებაში, რომელთა თავდაპირველი ღირებულება 1,309,088 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შეტანის საფუძველი იყო სამუშაოს სახეობების დაზუსტება და მოცულობების მნიშვნელოვანი შემცირება, რაც შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე საჭიროებების იდენტიფიცირების პრობლემაზე მიუთითებს. ზედმეტად გაწერილმა მოთხოვნებმა შესაძლოა ტენდერში პრეტენდენტთა მონაწილეობის შეზღუდვა გამოიწვიოს, ხოლო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამ შესაძლოა კონტრაქტორი კომპანია ჩააყენოს უპირატეს მდგომარეობაში (მიწოდების ვადის გაზრდა, პირგასამტეხლოს დარიცხვისგან თავის არიდება და ა.შ.). თუმცა აღსანიშნავია, რომ შერჩეული ტენდერების უმრავლესობაში იყო კონკურენცია.

2016-2017 წლებში ტენდერის საშუალებით განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინა ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია, რომლის მიზეზს წარმოადგენს სამსახურის მიერ მათი არასისტემატიზირებული შენახვა, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს

2016-2017 წლებში სურსათის ლაბორატორიული კვლევითი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულებამ აღმოსავლეთ საქართველოში ჯამურად 148,330 ლარი შეადგინა, შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდების ბაზარი არასათანადოდ იყო მოკვლეული. სამსახურის მიერ არ იყო შეფასებული ეკონომიურობის პრინციპების1 გათვალისწინებით შესყიდვის ყველაზე ოპტიმალური გზები. შედეგად, შემოსავლების სამსახურმა დაკარგა შესაძლებლობა ტენდერში შეექმნა კონკურენტული გარემო, რაც უზრუნველყოფდა მომსახურების უფრო ნაკლები ღირებულებით შესყიდვას.

შემოსავლების სამსახურის მიერ ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ დისკვალიფიკაციის უფლების არაერთგვაროვანი გამოყენების გამო, ვერ იქნა უზრუნველყოფილი 82,000 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

სამ ტენდერში, რომელთა ჯამური სავარაუდო ღირებულება 49,057 ლარს შეადგენდა, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის სატენდერო კომისიას პრეტენდენტებისთვის აღნიშნული მოთხოვნით არ მიუმართავს, რაც შეუსაბამობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

შემოსავლების სამსახურსა და შპს „სინერჯი ჯგუფს“ შორის გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით, რომლის ღირებულება 60,000 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი და მიმწოდებელი კომპანია წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს,“-აღნიშნულია ანგარიშში.

Share