Home » მსოფლიო » Audi-ს ახალ ავტომობილს გზას ფარების ნაცვლად დრონები გაუნათებენ
Audi-ს ახალ ავტომობილს გზას ფარების ნაცვლად დრონები გაუნათებენ

Audi-ს ახალ ავტომობილს გზას ფარების ნაცვლად დრონები გაუნათებენ

გერმანულმა კომპანიამ Audi-მ ფრანქფურტის 68-ე საერთაშორისო ავტოსალონზე წარმოადგინა კონცეპტუალური ელექტრომობილი Audi AI: Trail-ი, რომელსაც ფარები არ აქვს. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

ფარების ფუნქციას შუქდიოდურ ელემენტებზე მომუშავე ხუთი სამკუთხა დრონი შეასრულებს, რომლებიც ავტომობილის წინ იფრენენ, გზას გაანათებენ და ჩაშენებული კამერებიდან ვიდეოგამოსახულებას ავტომობილის მონიტორზე გადასცემენ.

კომპანიის ინფორმაციით, AI: Trail-ი მაღალი გამავლობის ავტომობილია, რომლის უკანა სავარძლების მოხსნა და მათი ჰამაკების სახით გამოყენება არის შესაძლებელი. ერთი დამუხტვით ავტომობილი 400-500 კილომეტრს გაივლის. დაიწყება თუ არა ოდესმე კონცეპტის მიხედვით ავტომობილების სერიული წარმოება, ჯერჯერობით უცნობია.

imedinews

Share