Home » საზოგადოება » ასლან ფაღავა: სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემა
ასლან ფაღავა: სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემა

ასლან ფაღავა: სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემა

ყოფილი პარლამენტარი, ასლან ფაღავა, საკუტარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მთავრობას იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“ვდებ განმეორებით, რადგან ჯერაც არავინ შეისმინა!

ღია წერილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

ქვეყანაში არსებულ გარემოებათა გამო, ეს გარემომებები კი მნიშვნელოვანწილად წინა ხელისუფლების შექმნილია და მათი უმრავლესობა ომის შედეგად უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრად დაცემამ გამოიწვია, საკმაოდ მწვავედ დგას იპოთეკით დაზარალებულთა პრობლება. როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებიდან ჩანს, ამჟამად 160 ათასზე მეტი ოჯახი დგას ბინებიდან გამოსახლების სამწუხარო რეალობის წინაშე, ერთი ამდენი კი უკვე გამოსახლებულია და დარჩენილი რეგისტრაციის ადგილის გარეშე, შესაბამისად სოციალურად დაუცველი. ევროპის არც ერთ ქვეყანაში ცხოველებს არ ტოვებენ თავშესაფრის გარეშე და ასე არ ილახება მათი უფლებები, რასაც ჩვენს ქვეყანაში მევახშე ბანკები აკეთებენ. ამ ე.წ. ბანკებს მილიარდამდე ღირებულების უძრავი ქონება აქვთ დასაკუთრებული, რომელსაც ვერც ყიდიან და არც ყოფილ მესაკუთრეებს აძლევენ გამოსყიდვის საშუალებას. ეს, ცხადია, მათ კიდევ უფრო უმწვავებს ისედაც მწვავე ლიკვიდობის პრობლემას, უგროვდებათ არაპროფილური აქტივები, ამ ქონებაზე იხდიან ქონების გადასახადს, მაგრამ მაინც, ჯიუტად, ინარჩუნებენ და ზრდიან ამ ქონებას. ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ იმ ადამიანთა პრობლემა, ვისაც წაართვეს, ან ართმევენ უძრავ ქონებას, არსებული პრობლემა უარყოფითად აისახება ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზეც, აღარაფერს ვამბობ უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსის საფრთხეზე, რადგან ეს ბანკები სისტემატურად ითხოვენ და ღებულობენ ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხს. საკითხი მწვავეა და ისე უნდა გადაწყდეს, რომ არც მესაკუთრეთა უფლებები შეილახოს, არც კერძო ბიზნესში ჩარევა მოხდეს და სახელმწიფოსაც არ დააწვეს ტვირთად. კანონით ამ პრობლემის დარეგულირებამდე, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა შეწყდეს ბინებიდან ბარბაროსული გამოსახლება, რადგან ეს ცდება ადამიანური ურთიერთობების ყველა ზღვარს და ილახება ადამიანთა ძირითადი, სიცოცხლის უფლება!

სხვა ქვეყნების მსგავსად ჩვენი ქვეყანაც, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის, ვალდებულია იპოვოს პრობლემიდან გამოსავალი, რომელიც ძალიან მარტივია და ჩვენ მრავალჯერ შემოგთავაზეთ, წარმოგიდგინეთ კანონთა პაკეტის პროექტის სახითაც, რომლის განხილვაც რატომღაც პარლამენტმა ისევ შეაჩერა.

სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია.

სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს როგორც იპოთეკით დაზარალებულებზე, ისე პროცესის გაჯანსაღებაზე, იმიტომ, რომ:
1. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა;
2. ხელსუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო წინასაარჩევნოდ;
3. ამ პრობლემამ უკვე გამოიწვია სოციალური კატასტროფა.

ხოლო როგორ უნდა დაეხმაროს, ამას მოკლედ ასე ვხედავთ.

პირველ რიგში, სპეციალურმა ჯგუფმა, ან კომისიამ, უნდა მოახდინოს პრობლემის საფუძვლიანად შესწავლა და დაზარალებულთა კლასიფიკაცია ყველა მაჩვენებლის გათვალისწინებით, ( ვინ არიან მევალეები, ვალის ოდენობა, დაზარალებულთა გადახდისუნარიანობა, მათი სოციალური მდგომარეობა და ა.შ), ხოლო საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს გამოსახლებები და დასაკუთრებული ქონების შემდგომი განკარგვა.

ეს შესაძლებელია გაკეთდეს მაქსიმუმ, ერთი თვის ვადაში. ამის შემდეგ:

1.სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი “იპოთეკური კრიზისის დაძლევის შესახებ” და ამ კანონში უნდა გაიწეროს:
ა) სააღსრულებლო კანონმდებლობის ისე რეგულირება, რომ გამოირიცხოს ნულოვანი აუქციონებით უძრავი ქონების რეალურის 2/3-ზე ნაკლებ ფასად დასაკუთრება;
ბ) სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის გაუქმება;
გ) გამოსახლების პროცესის სამართლებრივად ისე რეგულირება, რომ გამოსახლებულები არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ, ალტერნატიული საცხოვრებლის გარეშე, თუ მათ წართმეულის გამოსყიდვის საშუალება არა აქვთ;
დ) ქონების მევალის მიერ გაყიდვიდან (ან, დასაკუთრებიდან) 5 წლის ვადაში, ყოფილი მესაკუთრის მხრიდან გამოსყიდვის უფლება იმ ფასად, რა ფასადაც დაკარგა ქონება (ინფლაციის გათვალისწინებით);
ე) გადახდისუუნარო მოვალეების სოციალური დაცვის მექანიზმები;
ვ) გადახდისუნარიანი მოვალეებისთვის ვალის რესტრუქტურიზაციის მექანიზმები;
ზ) არასრულწლოვანთა, უნარშეზღუდულთა და პენსიონერთათვის აუცილებელი საცხოვრებელი ფართის მინიმუმ 12კვ. შენარჩუნების მექანიზმები.

2. იმ დაზარალებულთა უძრავი ქონება, რომელიც უკვე დასაკუთრებული აქვს მევალეს, ან, მესამე პირს შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უნდა იყიდოს სახელმწიფომ და შესთავაზოს დაზარალებულს მისი ზომიერ ფასად დაქირავება, ან, გრძელვადიანი, მისთვის მისაღები განვადებით გამოსყიდვა (გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით);

3. იმ დაზარალებულთათვის, რომელთა უძრავი ქონება უკვე მესამე პირს აქვს შეძენილი კანონიერად და არ აპირებს მის გაყიდვას, სახელმწიფომ უნდა იყიდოს ალტერნატიული საცხოვრებელი და შესთავაზოს იგი დაზარალებულს წინა მუხლში მოცემული პირობით.

სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების შესყიდვა ამ შემთხვევაში არ გულისხმობს ხაზინის ფულით მის ყიდვას, არსებობს მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო ფულის გადაუხდელად შეძლებს ამ ქონების დასაკუთრებას.

ხოლო რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი პრობლემები კვლავაც არ შეიქმნას, ამაზე დამატებით მოგახსენებთ კიდევ ერთხელ…. ცოტა მოგვიანებით”, – წერს ფაღავა.

Share