Home » მსოფლიო » აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, სენატმა 87 ხმით დაამტკიცა
აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, სენატმა 87 ხმით დაამტკიცა

აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, სენატმა 87 ხმით დაამტკიცა

აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, სენატმა 87 ხმით დაამტკიცა, წინააღმდეგი 10 სენატორი წავიდა. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. ინფორამაციას ამის შესახებ რუსთავი2 ავრცელებს.

თავდაცვითი ბიუჯეტის საერთო თანხა 716 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. დოკუმენტში ხაზგასმულია ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა.

კანონპროექტი საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასაც ითვალისწინებს. უკრაინის დახმარება 250 მილიონი დოლარით არის განსაზღვრული. კანონპროექტი შეერთებული შტატების რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობასაც ზღუდავს.

Share