Home » საზოგადოება » აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციას საქართველოს სერიოზულ პრობლემად ასახელებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციას საქართველოს სერიოზულ პრობლემად ასახელებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციას საქართველოს სერიოზულ პრობლემად ასახელებს

ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, სადაც 47 გვერდი საქართველოს ეთმობა.

“საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს 10 სადაო კანდიდატი დაასახელა. სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ და მმართველი პარტიის ზოგიერთმა წევრმა კანდიდატები დაადანაშაულეს, სავარაუდოდ სამოქალაქო სექტორის მიერ კლანად წოდებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მჭიდრო კავშირში ან კლანის წევრობაში. ასევე, აკრიტიკებენ, რომ კანდიდატების დასახელების პროცედურა და არც შერჩევის კრიტერიუმი არ იყო გამჭვირვალე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაღალი დონის კორუფციის ხელშემწყობ ფაქტორას ძალაუფლების გადანაწილება და მათზე კონტროლის სუსტი მექანიზმი და ძალოვანი უწყებების დამოუკიდებლობის არარსებობა დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი მექრთამეობა ძალიან იშვიათია. “საერთშორისო გამჭვირვალობა” კორუფციას ქვეყნის სერიოზულ პრობლემად ასახელებს”- ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

Share