Home » ეკონომიკა » აშშ-ს პროტექციონისტური ღონისძიებების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება შესაძლებელია
აშშ-ს პროტექციონისტური ღონისძიებების ფონზე ,საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება შესაძლებელია.

აშშ-ს პროტექციონისტური ღონისძიებების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება შესაძლებელია

ტრამპის პროტქციონისტური ღონისძიებები,რომელიც ემსახურება  ამერიკა , მსხვილ მსოლიო ექპორტიორ  ქვეყნად  გადააქციოს ძალას იკრებს.

ინვესტორებისათვის უკვე ნათელი ხდება, რომ ამ მიმართულებით  აშშ პრეზიდენტის ,ყველა გადადგმული ნაბიჯი და განცხადებები გადაიზრდება ფართომასშტაბიან სავაჭრო ომში.

ახლო წარსულში,ტრამპი მოვიდა სათავეში სწორად პოპულისტური საარჩევნო პროგრამით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.  დღის წესრიგში დააყენა ჩინეთთან საგრეო ვაჭრობის დეფიციტის შემცირება და თანდათანობით აღმოფხვრა. შეგახენებთ რომ 2017 წელს  ჩინეთთან მიმართებაში ,სავაჭრო დეფიციტმა შეადგინა  365 მილიარდი დოლარი.

 „პროტექსიონისტური ღონისძიებების“ ფარგლებში ტრამპის მიერ გაკეთებული განხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხის შემცვლელია თავისუფალი ვაჭრობის  ინსტიტუტების მიმართაც,თუნდაც როგორიცაა ვმო(ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია). ეს ის ინსტიტუტია რომელის შექმნის ინიციატორი და ლობისტი თავად აშშ გახლდათ და მან მსოფლიო მშპ ს ზრდაში სერიოზული როლი ითამაშა.

დღეის მონაცემებით სავაჭრო ომიდან ეკონომიკური ეფექტი მინიმალურია.ჯერჯერობით თეთრი სახლის ადმინისტრაციამ , გარკვეულ ჩინურ პროდუქციაზე  მხოლოდ 4 % ტიანი ტარიფები დააწესა  ეს ჯერჯერობით  50 მილიარდი დოლარის საქონელზე ვრცელდება. მაგრამ როგორც ცნობილია ხდება  დონალდ ტრმპი იმუქრება, რომ 10% გადასახადს დააწესებს ჩინურ პროდუქციასა და მომსახურეობაზე რომლის ღირებულება უკვეა  200 მილიარდ დოლარამდეა,რომ აღარაფერი ვთვათ დაანონსებულ  დაანონსებულ 20% გადასახადზე,  რომელსაცავტომობილებსა და მის სათადარიგო ნაწილებზე შემოიღებს.

სიტუაცისს ასეთი სცენარით განვითარება ,აშშ- ს მშპ ს ტემპებს შეანელებს.  იმპორტზე ფასების ზრდას დოლარის სიძლიერე დაარეგულირებს  და ამით ინფლაცია ცოტათი მოიმატებს. აქედან ცხადი ხდება, რომ  სავაჭრო ომის შედეგები   ფსს სავარაუდოდ  საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპებზე დაანონსებულ გადაწყვეტილებას გადაახედვინებს .

ფინანსური ბაზრები, სავაჭრო ომიდან მოსალოდნელ შედეგებს ნეგატიურად აფასებენ. საფონდო ბაზრები, ფიქსირებულ შემოსავლიანი სავაჭრო ინსტრუმენტები და სავალუტო ბაზრები უკვე გრძნობენ დაწუებული  სავაჭრო ომის  გავლენას.  საქონელსა და მომსახურეობაზე,ფასების ზრდამ და მოთხოვნის შემცირებამ ადვილი შესაძლებელია საინვესტიციო მიმზიდველობა დააკარგინოს  ინვესტორს.

მიუხედავად იმისა ,რომ აშშ ეკონომიკა შედარებით იზოლირებულია და მოთხოვნა მიწოდების 90% მდე  შიდა ბაზრის ჩარჩოებში ხდება სულ  სხვა თემაა საფონდო ბაზარი.

მაგალითად  S&P500 ის ინდექსი ითვლება მასში გაწევრიანებული უამრავი საერთაშორისო კომპანიებიდან და ამერიკულ კომპანიებს მოგების  ნახევარი სწორად საზღვარგარეთიდან შემოდის.

მოსალოდნელია აშშ საფონდო ინდექსების დაცემა. გამომდინარე იქედან,რომ კლასიკური გაგებით, დოლარის გაძლერება საქონელსა და მომსახურეობაზე ფასებს ზრდის და უცხოეთიდან შემოსავლიანობის მაჩვენებელს  ამცირებს და მეორეც თეთრი სახლის მიერ ტარიფების გაზრდას თუ  საპირისპირო მხარიდანაც  ადეკვატური ზომების მიღება მოყვება ( და ასეც აპირებენ) საქონელსა და მომსახურეობაზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

შეგახსენებთ რომ დღეის მდგომარეობით, S&p500 ის ინდექსი 2800 ნიშნულიან არეში იმყოფება და მხარდაჭერის დონედ 2600 ნიშნული გვევლინება. საკმარისია ეს ნიშნული ქვედა მიმართულებით გაირღეს  „შავი გედი“ და  მინ 12% ვარდნაც სახეზე გვექნება.

დავაკვირდეთ რა ხდება ევროპაში სავალუტო ბაზარზე .ევრო/შვეიცარული ფრანკი 500 პუნქტით დაეცა  და კოტირების ფასმა 1,20 ნიშნულიდან  1.15  არეალში გადმოინაცვლა.ეს ნიშნავს ,რომ ინვესტორები ნებისმიერ გეოპოლიტიკური ფაქტორების გამოვლენისას თავშესაფარს შევიცარულ ფრანკში ეძებენ. იტალიის სამთავრობო კრიზისი და ანგელა მერკელზე პარტნიორების ზეწოლა საემიგრაციო პოლიტიკის საკითხებზე,რაც ითვალისწინებს საემიგრაციო კანონების შემუშავებაში იმოქმედოს მთელი ევროპული ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით და არა მარტო გერმანიის პოზიციებით,ევროს სერიოზული ზეწოლის ქვეშ აყენებს. ალბათობა იმისა რომ მერკელს ამ საკითხის გამო შესაძლოა სამთავრობო კოალიცია  დაეშალოს და ახალი არჩევნები გამოაცხადოს იზრდება. იტალიაში კრიზისის გაღრმავება და ევროპაში ამ სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში , ევროს კოტირების ფასის დაცემა 1.10 გარანტირებული აქვს,ანუ თავშესაფრის როლს უკვე შვეიცარული ფრანკი შეითავსებს.

სავაჭრო ომიდან გამოწვეული გაურკვევლობების ფონზე, ბევრი  ცნობილი ანალიტიკოსის ვარაუდი,რომ ინვესტორი აქტივებს ოქროში გადაიტანდა,რასაც ლოგიკურად ოქროს ფასის ზრდას უნდა მოყოლოდა ,არ გამართლდა. ოქროს ფასზე ზეწიოლის მთავარ ფაქტორად ფსს (აშშ ს ფედერალური სარეზერვო სისტემა) მხრიდან გაკეთებული განცხადებები  საპროცენტო განაკვეთის  გაზრდაზე დღესაც აქტიურად მოქმედებს. აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ  ჩვენის აზრით ოქროს ფასის დაცემაზე აშშ 10 წლიან სახელმწიფო ობლიგაციებზე შემოსავლიანობის  3% მდე ზრდა უფრო მოქმედებს. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა  ფსს დაანონსებული განცხადებების ფონზე ოქროს მასიურად გაყიდვები დააფიქსირეს.

სავაჭრო ომიდან გამომდინარე, როგორც კი აშშ ში ეკონომიკის ტემპების ზრდის შენელდება დაფიქსირდება და ფსს -ს მხრიდან დაანონსდება საპროცენტო განაკვეთის ზრდის პოლიტიკის გადახედვა ,დიდი ალბათობით ინვესტორები თავს ისევ ოქროს შეაფარებენ და უნცია ოქროს ფასი თამამად გადაკვეთს 1350$ იან დონეს და შეიძლება 1400$ იან ნიშნულამდეც კი მივიდეს.აღნიშნული სცენარის განვითარებას სექტემბრის თვჭრობასთანიდან ველოდებით.

 პროტექსიონისტული ღონისძიებები,რომლსაც თეთრი სახლი ამკვიდრებს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს წაადგება.  საქართველოს მაგალითზე ,რომ ვისაუბროთ დიდი ალბათობით ჩინეთიდან და  ევროპიდან მოსალოდნელია საინვესტიციო კაპიტალის გადმოდინება,მანქანათმშენებლობისა და თუნდაც სოფლის მეურნეობის გარკვეულ დარგებში. ვაიდან საქართველოს ჩინეთთან და ევროპასთან მიღწეული აქვს შეთანხმება თავისუფალ  ვაჭრობასთან  დაკავშირებით,საქართველოში ინვესტიციების ჩდებით,საქარმოო საშუალებების ჩამოტანით და პროდუქციის გამოშვებით,რომელსაც უკვე ეწერება „წარმოებულია საქართველოში“ ასეთი საქონელი და თუნდაც მომსახურებაც  მეტად კონკურენტუნარიანად შეაღწევს ევროპისა და აშშ ბაზრებზე.

ვფიქრობთ, ეს   შანსი  უნდა გამოიყენოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ,პოლიტიკურმა და მართველმა გუნდმა. ამისთვის ცოდნა და რეფორმებია საჭირო. ახალი საკანონმდებლო ბაზაა შესაქმნელი საფინანსო ბაზრების ასაღორძინებად. სასწრაფოდ სწორი რეგულაციებია მისაღები ციფრული ვალუტების რეგულაციებში.

 რამდენად მოერევა მთავრობა  ცოდნით  და უნარით შეუზღუდოს მადა ოლიგოპოლიური საბანკო სისტემას , მისი დამცველი ეროვნული ბანკის  თამადობით  და   გამოგლიჯოს  ჯიბეში ჩადებული საფინანსო ბაზარი ესეც ახლო მომავალში გამოჩნდება.

აქვე მინდა ავღნიშნო,რომ თუ ეროვნულმა  ბანკმა,თავი  არ დაანება  ციფრული ვალუტებისა და აქტივების  რეგულაციების საკითხებში სხვა ქვეყნის მიდგომების ბრმად კოპირებას ,საქართველოს ეკონომიკას განვითარება  არ უწერია.

 დღეს,როდესაც ციფრულმა  ეკონომიკამ, გამოაჩინა  ახალი გზები და საშუალებები განვითარებადი ქვეყნების  ეკონომიკების სწრაფად აღორძინებისა, საქართველოს  ეკონომიკის აღორძინება ნეპოტიზმისა და გამოუცდელი კადრების ხელში შეუძლებელია. საჭიროა ახალი სისხლი ეკონომიკურ გუნდში, ძირეული  და სწორი რეფორმები ეროვნული ბანკის მხრიდან.

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,

კომპანია ფინექს1970-ის ანალიტიკოსი  ნიკა შენგელია

Share