Home » მსოფლიო » აშშ-მა პოლონეთს სავიზო რეჟიმი გაუუქმა
აშშ-მა პოლონეთს სავიზო რეჟიმი გაუუქმა

აშშ-მა პოლონეთს სავიზო რეჟიმი გაუუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ოფიციალურად გასცა ნებართვა, პოლონეთი ამერიკის პროგრამაში ჩაერთოს, რომელიც ვიზის გაუქმებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

გასულ თვეს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ძალიან მალე დაპატიჟებდა პოლონეთს პროგრამაში, რომელიც ამ ქვეყნისთვის ვიზის გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამა მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს უფლებას აძლევს, შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე შევიდნენ ბიზნესის, ან ტურიზმის მიზნით ვიზის გარეშე 90 დღის განმავლობაში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში ამერიკის საელჩოში სავიზო მიმართვაზე უარის პროცენტი 3 %-ზე დაბალი იყო, რაც აუცილებელი პირობაა ამერიკის უვიზო პროგრამისთვის.

IPN.GE

Share