Home » მსოფლიო » აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

 ბრძანებას ხელი სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოაწერა. სანქციები ირანის სამშენებლო სექტორს ეხება და თეირანისთვის გარკვეული ტიპის მასალების მიწოდებას კრძალავს.

სანქციები ასევე შეეხება ირანისთვის ლითონის, ნახშირისა და სამრეწველო მოწყობილობების გაყიდვას. გარდა ამისა, იკრძალება ირანისთვის ისეთი მასალების გაყიდვა, რომელიც, შესაძლოა, სამხედრო მიზნით გამოიყენებოდეს. ანტიირანული სანქციები შეეხება ევროპულ კომპანიებსაც, რომლებიც ირანის სამოქალაქო სექტორში თავის კლიენტებს ზემოთჩამოთვლილ საქონელს აწვდიან.

ვაშინგტონი იზამს ყველაფერს, რათა ირანმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის“ და სამშენებლო სექტორისთვის სტრატეგიული მასალები ვერ შეიძინოს. ამ ქმედებით აშშ ირანის სამოქალაქო ატომურ ენერგეტიკაში სიტუაციას გააკონტროლებს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მორგან ორტაგუსმა.

Share