Home » ახალი ამბები » აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში, სამსახურში სექსუალური შევიწროება პრობლემას წარმოადგენდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში, სამსახურში სექსუალური შევიწროება პრობლემას წარმოადგენდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში, სამსახურში სექსუალური შევიწროება პრობლემას წარმოადგენდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანას შორის საქართველოცაა შეფასებული.

ანგარიშში საუბარია საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, ადამიანთა უფლებების დაცვაზე, ასევე ოჯახურ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაზე.

აშშ-ს შეფასებით, “დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს „სამხრეთ ოსეთში” ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად შესვლის უფლებას არ აძლევს “.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში კანონმდებლობა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას უზრუნველყოფს, თუმცა სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები კვლავ არსებობს.

„ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობამ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონე გაიზარდა, რაც ბოლო წლებში ოჯახური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა.

2017 წელს ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობის 1,986 შემთხვევა გამოავლინა, როდესაც 2014 წელს 550 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 წელს, ბრალდებულების მხოლოდ 14 პროცენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 83% -ს მიაღწია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა და პროკურორებმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში პროფესიონალიზმი გამოავლინეს“,-ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოში „სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება ასევე პრობლემა იყო“.

„სისხლის სამართლის კოდექსი სამართლებრივ დევნას ეხება. მარტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, როდესაც რამდენიმე ქალმა ცნობილი სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებ საჯარო დებატების დაწყებამ გამოიწვია. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, წლის განმავლობაში მან 14 სექსუალური შეურაცხყოფის ბრალდება მიიღო…მთავრობამ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სექსუალური ძალადობის საკითხზე სასწავლო კურსები დაიწყო, რათა მათ პრობლემის მოგვარება და ცნობიერების ამაღლება შეძლონ“,-ნათქვამია ანგარიშში.

Share