Home » ფინანსები » აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

ამის შესახებ ნათქვამია ფისკალური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

მათი შეფასებით, ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს 140-დან 67 სახელმწიფო.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ფისკალური გამჭვირვალობა წარმოადგენს ეფექტური საჯარო ფინანსური მართვის მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც კერძო ბაზრების მიმართ ნდობის გამყარებაში ეხმარება და ეკონომიკურ მდგრადობას აძლიერებს.

imedinews

Share