Home » მსოფლიო » აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე უარი განაცხადა
აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე უარი განაცხადა

აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე უარი განაცხადა

აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე, მათ შორის, სამედიცინო მიზნით უარი განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ მიიღო.

► რა მოხდება თუ პოლიციამ გაგაჩერათ და ჯიბეში მარიხუანა გიპოვეს?

კერძოდ, მარიხუანა პირველი კატეგორიის ნარკოტიკულ ნივთიერებებში დატოვეს და დაასკვნეს, რომ მისი გამოყენება აშშ-ში მიღებულ სამედიცინო მომსახურების კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

► რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში სხვადასხვა ნარკოტიკი

უფრო ადრე, აშშ-ს რამდენიმე შტატში მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენება დაუშვეს. კერძოდ, ძლიერი ტკივილის ან დეპრესიის დროს, თუმცა ფედერალური ხელისუფლება მარიხუანაზე კონტროლის შესუსტებასა და მისი მოხმარების დაკანონებაზე კვლავინდებურად უარს აცხადებს.

 მომზადებულია პალიტრანიუსის სიუჟეტზე დაყრდნობით
Share