Home » მსოფლიო » აშშ და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკების განახლებაზე შეთანხმდნენ
აშშ და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკების განახლებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკების განახლებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთისა და ამერიკის პირველმა პირებმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.

ვაშინგტონი პეკინს ამ დრომდე ჩინური პროდუქციის იმპორტზე დამატებით 300 მილიარდი დოლარის გადასახადის დაწესებით ემუქრებოდა, თუმცა ოსაკაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ტრამპმა დაადასტურა, რომ დამატებითი გადასახადების დაწესებას არ გეგმავს და პეკინთან მოლაპარაკების გაგრძელებას აპირებს.

თეთრი სახლის ლიდერმა კოლეგასთან მოლაპარაკებას წარმატებული უწოდა.

Share