Home » მსოფლიო » “არველაძეები თურქეთში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან, ეს შესანიშნავი კომბინაციაა”
"არველაძეები თურქეთში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან, ეს შესანიშნავი კომბინაციაა"

“არველაძეები თურქეთში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან, ეს შესანიშნავი კომბინაციაა”

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება.

დღეს იგი ტაშკენტში, ქვეყნის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე შოთა და არჩილ არველაძეებიც იმყოფებოდნენ.

“უზბეკეთში ბევრი სასიკეთო ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც ბევრ სხვადასხვა სფეროს შეეხება. ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება, ინვესტიცია მოიცავს განათლებას და კულტურასაც. ამავდროულად, აქ არიან შოთა და არჩილი, რომლებიც ჩვენთან, თურქეთში წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ და ახლა, გუნდს უზბეკეთში წვრთნიან. ეს შესანიშნავი კომბინაციაა”, – განცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

“მოულოდნელად, ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრის დროს, ერდოღანმა ჩემზე და აჩიზე დაიწყო ლაპარაკი, შემდეგ სცენაზე ასვლა გვთხოვა. მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენს მიმართ გულთბილი დამოკიდებულებით. ასევე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს თბილი შეხვედრისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია, ასეთ მასშტაბურ ფორუმზე მათთან შეხვედრა, რისთვისაც ორივე მხარეს,კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას”, – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შოთა არველაძე .

Share