Home » ახალი ამბები » არნემში გურამ კაშიას სახელობის პარკი გაიხსნა
არნემში გურამ კაშიას სახელობის პარკი გაიხსნა

არნემში გურამ კაშიას სახელობის პარკი გაიხსნა

ვიტესისა და ემენის შეხვედრის შესვენებაზე გურამ კაშია არნემელ გულშემატკივარს დაემშვიდობა, გუშინდელი მატჩის დაწყების წინ, გულშემატკივრებმა ქართველ მცველს საოცარი პერფორმანსი მოუწყეს.

ვიტესის გულშემატკივართა გაერთიანებას და მის ხელმძღვანელს სურდათ, რომ გურამისთვის მადლობა გადაეხადათ და ზონსბეეკის პარკის (67 ჰექტარზეა გაშენებული) იმ ნაწილს, რომელიც ირმებისთვის არის გამოყოფილი, გურამ კაშიას სახელი დაარქვეს – კაშიას სახელობის ირმების პარკი.

“სიტყვებს ვერ ვპოულობ, რათა თქვენ მიმართ ჩემი მადლიერება გამოვხატო. ჰოლანდია ჩემი მეორე სახლია. აქ ფანტასტიკური დრო გავატარე და ჰოლანდიელი ხალხისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვიტესი და მისი ქომაგები ჩემს გულში მუდამ დარჩება. ვიტესი ყოველთვის ნომერ პირველი იქნება,” – განაცხადა არნემის ვიტესის ყოფილი კაპიტანმა, გურამ კაშიამ.

არნემში გურამ კაშიას სახელობის პარკი გაიხსნა 🇬🇪⚽️

Gepostet von Silk Sport am Samstag, 1. Dezember 2018

Share