Home » ფინანსები » არჩილ გაჩეჩილაძე – „საქართველოს ბანკი“ ტურიზმის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გამოყოფს
არჩილ გაჩეჩილაძე - „საქართველოს ბანკი“ ტურიზმის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გამოყოფს

არჩილ გაჩეჩილაძე – „საქართველოს ბანკი“ ტურიზმის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გამოყოფს

„საქართველოს ბანკი“, ზაფხულის სეზონზე ტურიზმის განვითარებისთვის, 1 000 000 ლარს გამოყოფს. ამბობენ, რომ აღნიშნული ინდუსტრია მათთვის პრიორიტეტულია და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის მხარდაჭერა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ისე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, გარდა იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად გულისხმობს ბანკის მხრიდან ტურიზმის სექტორში 150 მილ. დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, ბანკი სექტორის განვითარებისთვის, ზაფხულის სეზონზე, დამატებით, 1 000 000 ლარს გამოყოფს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა, მით უმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებისა, როგორიც ტურიზმია, რადგან  მიგვაჩნია, რომ ტურიზმის სწრაფად მზარდი სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა“,- ამბობს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

Share