Home » საზოგადოება » არჩილ გაჩეჩილაძე – ჩვენ გავიყავით, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა
არჩილ გაჩეჩილაძე - ჩვენ გავიყავით, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა

არჩილ გაჩეჩილაძე – ჩვენ გავიყავით, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა

„ჩვენ გავიყავით, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“, – ამის შესახებ განაცხადა  „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა  დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე კომპანია „საქართველოს ბანკი“ და „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-ლისტინგშია და გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს იცავს.

„ამაზე მეტი გამჭვირვალობა არ არსებობს. ამ გამჭვირვალობაში ცხადია რაც მოხდა და ვიღაცას თუ არ უნდა დაიჯეროს, რაც არ უნდა ველაპარაკოთ, არ დაიჯერებს. ამასთან, 1 წელი გავიდა. ამ  ერთ წელიწადში მოხდა ის, რომ იმ სეგმენტებში, სადაც ჯგუფი იყო წარმოდგენილი და საიდანაც გაყოფა მოხდა მეტი და მეტი კომპანია დავინახეთ, რომლებსაც ბანკთან ურთიერთობის კომფორტი გაუჩნდა, იგივე დეველოპერებს. რამდენიმე მსხვილი დეველოპერი, რომელიც თავს იკავებდა „საქართველოს ბანკთან“ ურთიერთობისგან, რომ შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი ყოფილიყო,  ახლა დავინახეთ, რომ თანამშრომლობა გაღრმავდა და გაიზარდა. ჩვენ ჩავთვალეთ რომ ეს იყო ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო და გავაკეთეთ“, – აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.

Share