Home » საზოგადოება » „არცერთ ბიზნესს არ უხარია გადასახადების პირდაპირ ან ირიბად გაზრდა, თუმცა დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში უნდა არსებობდეს”
„არცერთ ბიზნესს არ უხარია გადასახადების პირდაპირ ან ირიბად გაზრდა, თუმცა დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში უნდა არსებობდეს"

„არცერთ ბიზნესს არ უხარია გადასახადების პირდაპირ ან ირიბად გაზრდა, თუმცა დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში უნდა არსებობდეს”

„„არცერთ ბიზნესს არ უხარია გადასახადების პირდაპირ ან ირიბად გაზრდა, თუმცა დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში უნდა არსებობდეს””, – ამის შესახებ “ვისოლ ჯგფუფის” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას განაცხადა.

„საკმაოდ დიდი ხანია რაც საპენსიო რეფორმაზე მიმდინარეობს საუბარი და ერთხელ და სამუდამოდ ეს რეფორმა  უნდა გატარებულიყო საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მოხდეს ამ რეფორმის გაშუქება და ინფორმაციის მიწოდება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, რადგან მაქსიმალურად შემცირდეს ის კითხვები, რომელიც დღეს მის გარშემო არსებობს. შესაბამისი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ბიზნესასოციაციაშიც იგეგმება შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, როდესაც რაიმე ახალი რეფორმის გატარება იგეგმება, მით უმეტეს ასეთი მასშტაბური რეფორმის, უნდა იყოს უფრო მეტი პიარი, მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ბიზნესთან. შეკითხვები ნამდვილად არსებობს, გამორიცხულია, რომ ისინი არ იყოს, გამოჩნდებიან ამ რეფორმის მოწინააღმდეგე ადამიანებიც, მაგრამ ძალიან ბევრი ოპონენტი არის მაშინ, როდესაც მათ სათანადო ინფორმაცია არ აქვთ.

რაც შეეხება ბიზნესის მხრიდან კრიტიკას,არცერთ ბიზნესს არ უხარია, როდესაც გადასახადები პირდაპირ ან ირიბად ეზრდება, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყველას მოგვიწევს საპენსიო ასაკი, ამიტომ ვფიქრობ ეს რეფორმა აბსოლუტურად გამართლებულია და არ შეიძლება დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ არსებობდეს ქვეყანაში”, – განაცხადა ბიზნესმენმა “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას.

Share