Home » ახალი ამბები » „არც კი დაფიქრდეთ, იმ წამსვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება“
„არც კი დაფიქრდეთ, იმ წამსვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება“

„არც კი დაფიქრდეთ, იმ წამსვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას ურჩევს, ნარკოტიკით ინტოქსიკაციის, მათ შორის ზედოზირების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოიძახოს.

„2014-2015 წლებში გავაუქმეთ ის ვალდებულება, რომ პირველი ზედოზირების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას ან სასწრაფო დახმარებას საპატრულო პოლიციისთვის გადაეცა ინფორმაცია. ზედოზირების შემთხვევაში მკურნალობას არც სადაზღვევო პაკეტები და არც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებდა, ეს რეგულაციაც გავაუქმეთ. არ მინდა, რომ ეს მდგომარეობა ვინმეს დაუდგეს, მაგრამ თუ ფაქტი დაფიქსირდა, არც კი დაფიქრდეთ, იმ წამსვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება“, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან დავით სერგეენკომ.

Share