Home » საზოგადოება » „არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას“
„არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას“

„არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას“

არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

„შრომის კოდექსზე“ დღეს აქ ბიზნესის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. „შრომის კოდექსში“ ცვლილებები, რომელზეც ვსაუბრობთ არის მხოლოდ პროექტი, ამ პროექტს ჯერ ოფიციალური სახე არ მიუღია. არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადდა “საქართველოს შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტი,რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.

Share