Home » მსოფლიო » „არ მაწუხებს რა გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე თურქეთისთვის ტარიფების დაწესება”
„არ მაწუხებს რა გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე თურქეთისთვის ტარიფების დაწესება"

„არ მაწუხებს რა გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე თურქეთისთვის ტარიფების დაწესება”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აწუხებს, ის თუ რა გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე თურქეთისთვის ახალი, გაზრდილი ტარიფების დაწესება.

„მე ეს საერთოდ არ მაწუხებს. ეს არის სწორი ქმედება. რასაც თურქეთი აკეთებს ძალიან სამსუხაროა. ჩემი აზრით, ისინი საშინელ შეცდომას უშვებენ. არანაირი დათმობა არ იქნება“, – ამბობს დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ის ფიქრობდა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან გარიგება დადო, როდესაც ისრაელი თურქეთის მოქალაქის გათავისუფლებაზე დაითანხმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, გარიგების შემდეგ ერდოღანი  პასტორს ენდრიუ ბრანსონს გაათავისუფლებდა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.

სანდრო პირველი

Share