Home » საზოგადოება » აქსის პალასის სავაჭრო ცენტრში ქართული პროდუქციის საახალწლო გამოფენა გაყიდვა გაიხსნა

აქსის პალასის სავაჭრო ცენტრში ქართული პროდუქციის საახალწლო გამოფენა გაყიდვა გაიხსნა

აქსის პალასის სავაჭრო ცენტრში ქართული პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

აქსის პალასის სავაჭრო ცენტრში, საბურთალოზე ცინცაძის 12 ნომერში, ქართული პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა იმართება. გამოფენა 200-ზე მეტი ეროვნული წარმოების პროდუქტით წარსდგება თავისი ერთგული მომხმარებლის წინაშე.

ნაციონალური დელიკატესები, ჩაის მრავალფეროვანი არჩევანი, ტკბილეულის და ჩირის ნაირსახეობები, საოცარი სუნელები და სხვა მრავალი ქართული წარმოების პროდუქტები თავის ერთგულ მომხმარებელს აქსის პალასის სავაჭრო ცენტრში 31 დეკემბრამდე ელოდება.

კომპანია აქსისი, ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით კიდევ არაერთ ღონისძიებას გეგმავს.

Share