Home » ფინანსები » აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 11.6 მლნ ლარით გაიზარდა
აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 11.6 მლნ ლარით გაიზარდა

აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 11.6 მლნ ლარით გაიზარდა

აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 11.6 მლნ ლარით გაიზარდა და 378.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.7 პროცენტი იყო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ვადაგადაცილებული სესხების 46.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55 პროცენტს გაუტოლდა.

წყარო:bm.ge
Share