Home » მსოფლიო » Apple Maps-მა რუსულ ვერსიაში ყირიმი რუსეთს მიაკუთვნა
Apple Maps-მა რუსულ ვერსიაში ყირიმი რუსეთს მიაკუთვნა

Apple Maps-მა რუსულ ვერსიაში ყირიმი რუსეთს მიაკუთვნა

BBC-ის ინფორმაციით,  Apple-მა რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანა. Apple Maps-სა და Apple Weather-ის რუსეთიდან გამოყენების დროს ყირიმი რუსულ ტერიტორიად ჩანს, თუმცა აპლიკაციების სხვა ქვეყნებიდან გახსნისას, ყირიმი არც ერთი ქვეყანის შემადგენლობაში არ შედის.

ეფლი თავდაპირველად აცხადებდა, რომ მათ ყირიმის გაურკვეველ ტერიტორიად მოხსენიება შეეძლოთ. თუმცა, დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის, ვასილ პისკაროვის თქმით, ეფლმა რუსეთის დუმის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

Apple-ი უკვე რამდენიმე თვეა რუსეთთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან დუმა აპლიკაციებში ყირიმის სტატუსს შეცდომას მოიხსენიებდა.

კომპანიას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Share