Home » მსოფლიო » Apple-მა ახალი iPhone-ების ფასი მკვეთრად დაწია
Apple-მა ახალი iPhone-ების ფასი მკვეთრად დაწია

Apple-მა ახალი iPhone-ების ფასი მკვეთრად დაწია

კომპანია Apple-მა 10 სექტემბერს ახალი პროდუქცია წარადგინა, მათ შორის სამი ახალი აიფონი, Apple Watch-ი და Apple TV+.

ახალი აიფონი გაყიდვების დასაწყისში იმაზე გაცილებით იაფი ეღირება, ვიდრე შარშან Xr-ის მოდელი ღირდა. გაყიდვები 20 სექტემბრიდან დაიწყება. IPhone 11-ის ფასი 699 დოლარია,  iPhone 11 Pro  $999 ეღირება, ხოლო iPhone 11 Pro Max-ის ფასი – $1099.

რაც შეეხება Apple Watch Series 5-ს, ის 18 საათის განმავლობაში შეძლებს დამუხტვის გარეშე მუშაობას. მისი მთავარი ახალი ფუნქცია ექსტრემალური ზარებია. ახალი Apple Watch-ის მოდულებით შესაძლებელი იქნება საგანგებო სიტუაციების სამსახურების და სასწრაფოს გამოძახება მაშინაც კი, თუ მომხმარებელი უცხოეთშია. საათი ავტომატურადაც დარეკავს, თუ მისი მფლობელი წაიქცევა და გარკვეული დროის განმავლობაში არ გაინძრევა. კერამიკული კორპუსის მქონე Apple Watch-ის ყიდვა 1299 დოლარად იქნება შესაძლებელი.

Apple TV+-ის სტრიმინგ სერვისი, სადაც ორიგინალი შოუები და სერიალები გავა, 1-ელი ნოემბრიდან ამუშავდება. დასაწყისში სულ 9 არხი იმუშავებს.

imedinews

Share