Home » მსოფლიო » Apple–ის საბაზრო ფასმა $1 ტრილიონს გადააჭარბა
Apple–ის საბაზრო ფასმა $1 ტრილიონს გადააჭარბა

Apple–ის საბაზრო ფასმა $1 ტრილიონს გადააჭარბა

Apple გახდა პირველი კერძო, ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალმაც $1 ტრილიონს გადააჭარბა. ისტორიულ ნიშნულს კომპანიამ დღეს, 2 აგვისტოს მიაღწია და ერთი აქციის ფასმა 207$ შეადგინა. კომპანიის ზრდამ კი მიმდინარე წლის განმავლობაში 20 პროცენტი შეადგინა.

აქციების ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის კვარტალური მოგების შესახებ გახდა ცნობილი. ბოლო ფინანსურ კვარტალში კომპანიის სუფთა მოგებამ $32 მილიარდი შეადგინა.

კომპანიის ასეთი ზრდა, უმთავრესად, Apple-ის უკანასკნელი პროდუქციით iPhone 8 და iPhone X-ის წარმატებითაა განპირობებული. კომპანიის ბოლო მოდელები გაყიდვების უკონკურენტო ლიდერია. კომპანიის მოგება ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ სერვისების სეგმენტიდანაც.

Apple არ არის პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალმა $1 ტრილიონს გადააჭარბა. 2007 წელს იგივე ნიშნულზე ავიდა Petro China-ს ფასიც, თუმცა კომპანიამ ვერ შეძლო ამ ფასის შენარჩუნება და ფასი იმ დღესვე ჩამოცდა $1 ტრილიონს. ამჟამად Petro China-ს ფასი $205 მილიარდია.

დიდი ალბათობით, Apple-ს მალე შეურთდება სხვა ამერიკული კომპანიებიც: Amazon, ($900 მილიარდი) Google, ($800 მილიარდი) Microsoft ($800 მილიარდი).

on.ge

Share