Home » საზოგადოება » ანდრია გვიდიანი – ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი უკომპრომისო უნდა იყოს
ანდრია გვიდიანი - ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი უკომპრომისო უნდა იყოს

ანდრია გვიდიანი – ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი უკომპრომისო უნდა იყოს

ანდრია გვიდიანი – ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი უკომპრომისო უნდა იყოს

ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით უკომპრომისო და გაბედული უნდა იყოს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მდგენელია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში მიზნობრივზე ორჯერ მაღალი ინფლაცია და აქედან გამომდინარე გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და შესაბამისად, ინფლაციური რისკის გაძლიერებას ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდაც იწვევს. გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა სტუმარს შეახსენა, რომ ოქტომბერში იმპორტირებული ელექტროენერგიის 99 პროცენტი რუსეთზე მოდის, რაც გარდა ინფლაციური წნეხისა, რისკს ქვეყნის უსაფრთხოებასაც უქმნის.

გვიდიანის მოსაზრებით, ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებას ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ არსებული ინდიფერენტული პოლიტიკა და ხელისუფლების ზედმეტად კომპრომისული მიდგომა იწვევს.

„ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. შესაბამისად, ის პოლიტიკა, რაც დღეს არსებობს, გარკვეულწილად ინდიფერენტული დამოკიდებულება ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ და მეორე მხრივ, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით, ხელისუფლების მხრიდან უკომპრომისო დამოკიდებულების არქონა გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ჰიდროენერგეტიკის განვითარების მხრივ საქართველოს უდიდესი რესურსი აქვს. ჩვენ დაახლოებით 15 500 მეგავატის დადგმული სიმძლავრის განვითარება შეგვიძლია და დაახლოებით 3 000 მეგავატი გვაქვს ათვისებული. კილოვატსაათებში თუ გადავიყვანთ, ქვეყანაში დაახლოებით 40 მილიარდი კილოვატსაათის აუთვისებელი რესურსი არსებობს. საღი აზრის ფარგლებში ამის განხილვა წარმოუდგენელია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი ენერგოობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით უნდა იყოს აბსოლუტურად უკომპრომისო. ის რესურსები, რაც გაგვაჩნია, მათ შორის დიდი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ჩათვლით, უნდა ავითვისოთ“, – განმარტა ანდრია გვიდიანმა.

მისი მოსაზრებით, წინააღმდეგობრივია რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დამოკიდებულება, რომლებიც რუსულ ელექტროენერგიაზე მზარდ დამოკიდებულებას არ აპროტესტებენ.

„გახსოვთ ალბათ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ ოპოზიციის თუ სამოქალაქო სექტორის მხრიდან ძალიან ნეგატიური კომენტარები გაჟღერდა, რომ გაზმომარაგების კუთხით რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება. დღეის მდგომარეობით, გაზმომარაგების თვალსაზრისით, ქვეყნის რუსეთზე დამოკდიებულება ისტორულად ყველაზე დაბალია – სულ 3 პროცენტს შეადგენს. როდესაც ელექტროენერგიაზეა საუბარი, აქ რომ არის რუსეთზე დამოკიდებულება და რუსეთი ელექტროენერგიის კუთხით ერთ-ერთი მთავრი მომმარაგებელია, ამაზე არავინ საუბრობს. თუ ენერგოდამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის სექტორი ერთნაირად მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით გაბედული და უკომპრომისო ნაბიჯებია გადასადგმელი“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისი განმარტებით, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით მთავარ პრობლემას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა წარმოადგენს.

„მთავარი აქ არის კომუნიკაციის საკითხი. გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. მწვანე არასმთავრობო ორგანიზაციები ხშირად დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობენ, ახალი ენერგოობიექტების მშენებლობას ხელი შეუშალონ. ამის საპირწონედ კი არაფერი ხდება, მათ შორის არც ხელისუფლების მხრიდან. არ არის საზოგადოებასთან აგრესიული და ასე ვთქვათ, კონსტრუქციული კამპანია, რომ აუხსნან ჰიდროსადგურების სარგებელი, რატომ უნდა აშენდეს. მოსახლეობის უმეტესობამ არც იცის ეს სარგებელი და მათთვის ინფორმაციის მთავარი წყარო ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, ახალი ელექტროობიექტის მშენებლობას ხელი შეუშალონ“, – განუცხადა ანდრია გვიდიანმა „ბიზნესპარტნიორს“.

„ბიზნესპარტნიორი“

Share