Home » ფინანსები » ანაზღაურების სწრაფი სერვისი – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები  თანხის ანაზღაურებას იმავე დღეს შეძლებენ
ანაზღაურების სწრაფი სერვისი - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები  თანხის ანაზღაურებას იმავე დღეს შეძლებენ

ანაზღაურების სწრაფი სერვისი – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები  თანხის ანაზღაურებას იმავე დღეს შეძლებენ

ანაზღაურების სწრაფი სერვისი – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები  თანხის ანაზღაურებას იმავე დღეს შეძლებენ

  • განახლებული აპლიკაციით MyGpi დაზღვეულები 500 ლარამდე სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიღებას იმავე დღეს შეძლებენ!

7 ნოემბერი. თბილისი. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” მომხმარებელს ანაზღაურების კიდევ უფრო გამარტივებულ, სწრაფ სერვისს სთავაზობს. განახლებული აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელი 500 ლარამდე თანხას იმავე დღეს აინაზღაურებს.

თინათინ სტამბოლიშვილი, მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი : ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს სადაზღვევო სერვისების კიდევ უფრო გასამარტივებლად. შედეგად, ჩვენი დაზღვეულები სადაზღვევო მომსახურებას საქართველოში ყველაზე მარტივად, სწრაფად და კომფორტულად იღებენ. ამჯერად, შევეცადეთ მომსახურების ანაზღაურების სერვისი კიდევ უფრო მოსახერხებელი გაგვეხადა და დავამატეთ ანაზღაურების სწრაფი სერვისი, რომლითაც 500 ლარამდე სამედიცინო მომსახურების (ამბულატორია, მედიკამენტები, ორსულობა) ანაზღაურების მიღებას დღის ბოლომდე შეძლებთ!

ანაზღაურების მისაღებად მხოლოდ განაცხადის ონლაინ გაკეთებაა საჭირო აპლიკაციის MyGPI ან ვებ გვერდის www.mygpi.ge  მეშვეობით.

იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!

Share